საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1794 წლის საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი, მხატვარი - ფილიბერტ-ლუის დებუკორტი

საფრანგეთის რევოლუციის (რესპუბლიკის) კალენდარიXVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთში მომხდარმა რევოლუციამ ბოლო მოუღო მონარქიასა და ფეოდალურ წყობას. რევოლუციურმა მთავრობამ გადაწყვიტა შემოეღო ახალი კალენდარული ერა და წელთაღრიცხვის ათვლა საფრანგეთის რესპუბლიკის გამოცხადების დღიდან (გრიგორიანული კალენდრით 1792 წ. 22 სექტემბერი) დაეწყო. შეიცვალა თვეების სახელწოდებებიც. წელიწადი იყოფოდა თორმეტ თვედ; თვეების სახელწოდებები გამოიყვანეს წლის ოთხი დროის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფრანგული სიტყვებიდან: ვანდემიერი (რთველი), ბრიუმერი (ნისლი), ფრიმერი (სიცივე), ნივოზი (თოვლი), პლიუვიოზი (წვიმა), ვანტოზი (ქარი), ჟერმინალი (თესლი, გაღვივება), ფლორეალი (ყვავილი), პრერიალი (მინდორი), მესიდორი (მკა), თერმიდორი (სიცხე), ფრუქტიდორი (ხილი).

ყოველი თვე შედგებოდა 30 დღისგან. შვიდდღიანი კვირის ნაცვლად შემოიღეს ათდღიანი დეკადები. რადგან წელიწადში 360 დღეზე მეტია, რევოლუციური კალენდრის უკანასკნელი თვის ფრუქტიდორის მომდევნო რამდენიმე დღე გამოცხადებული იყო უქმე დღეებად.

ახალმა კალენდარმა ცოტა ხანს გაძლო. 1806 წლის 1 იანვრიდან ნაპოლეონმა იგი კვლავ გრიგორიანული კალენდრით შეცვალა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის რევოლუციისა და რესპუბლიკის დღეებში მრავალი მცდელობა იყო საიმისოდ, რომ ძველი რეჟიმის ნარჩენები მოეშორებინათ; ზოგიერთი ამ მცდელობათაგანი უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე სხვები. ახალი რესპუბლიკური მთავრობა ცდილობდა, რომ დაეწესებინა, სხვა რეფორმათა შორის, ახალი სოციალური და იურიდიული სისტემა, წონა-ზომის ახალი სისტემა (რომელმაც შემდგომში მეტრულ ანუ საერთაშორისო ერთეულთა სისტემას დაუდო საფუძველი), ასევე, ახალი კალენდარი. გარდა იმისა, რომ ძველი რომის რესპუბლიკის ნოსტალგია ტრიალებდა ჰაერში, აგრეთვე განმანათლებელთა თეორიებიც თავიანთ აპოგეაში იმყოფებოდნენ და ახალი სისტემის შემოქმედნიც მხოლოდ ბუნებას უყურებდნენ, როგორც შთაგონების წყაროს. ბუნებრივი კონსტანტები, ათის ჯერადები და ლათინური ძირები ქმნიდნენ იმ ფუნდამენტს, რომლისგანაც ახალი სისტემა უნდა აშენებულიყო.

კალენდრის დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები იწერებოდა, როგორც რომაული ციფრები, ეპოქა კი იღებდა სათავეს 1792 წ. 22 სექტემბრიდან, "რესპუბლიკური ერის" დასაწყისიდან, ანუ იმ დღიდან, როცა გამოცხადდა პირველი ფრანგული რესპუბლიკა, 1 დღის შემდეგ იმ დღიდან, როცა კონვენტმა მონარქია გააუქმა). ამის შედეგად, რომაული ციფრი I აღნიშნავს რესპუბლიკის პირველ წელს, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს 1 წლით უფრო ადრეულ დროს, სანამ კალენდარი ხმარებაში შემოვიდოდა. ყოველი წლის პირველი დღე დღეღამტოლობის წერტილს ემთხვეოდა.

დეციმალური საათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკური კალენდრის თითოეული დღე იყოფოდა 10 საათად, თითოეული საათი — 100 დეციმალურ წუთად, ხოლო თითოეული დეციმალური წუთი — 100 დეციმალურ წამად. ამგვარად, რევოლუციურ საათში იყო 144 დღევანდელი წუთი (ორჯერ და მეტად გრძელი იყო დღევანდელ საათზე), ხოლო წუთში იყო 86,4 დღევანდელი წამი (44%-ით უფრო გრძელი, ვიდრე თანამედროვე წუთი). სამაგიეროდ, რევოლუციური წამი იყო 0,864 თანამედროვე წამის ტოლი (13,6%-ით მოკლე, ვიდრე თანამედროვე წამი).

კვირის დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვირის ნაცვლად ყოველ თვეში იყო სამი დეკადა. დეკადის დღეების სახელწოდებები დაფუძნებული იყო ლათინურ რიგობით სახელებზე: პრიმიდი, დუოდი, ტრიდი, კვარტიდი, კვინტიდი, ჰექსადი, ოქტიდი, ნონიდი, დეკადი.

წლის დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაული კათოლიკური კალენდრის მიხედვით, თითოეულ დღეს ჰყავდა თავისი წმინდანი. ამის სანაცვლოდ, რესპუბლიკური კალენდრის თითოეულ დღეს ჰყავს თავისი ცხოველი (დღეებს, რომლებიც 5-ზე მთავრდება), თავისი ხელსაწყო-იარაღი (დღეებს, რომლებიც 0-ზე მთავრდება) და მცენარე ან მინერალი (ყველა დანარჩენ დღეს).

შემოდგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანდემიერი (22 სექტემბერი — 21 ოქტომბერი)
Vendémiaire commence le 22 septembre.jpg
ბრიუმერი (22 ოქტომბერი — 20 ნოემბერი)
Brumaire commence le 23 octobre.jpg
ფრიმერი (21 ნოემბერი — 20 დეკემბერი)
Frimaire commence le 22 novembre.jpg
  1. (22.09) ყურძენი (Raisin)
  2. (23.09) ზაფრანა (Safran)
  3. (24.09) წაბლი (Châtaigne)
  4. (25.09) საშემოდგომო ზაფრანი, კროკო (Colchique)
  5. (26.09) ცხენი (Cheval)
  6. (27.09) ბალზამინი (Balsamine)
  7. (28.09) სტაფილო (Carotte)
  8. (29.09) ამარანტი (Amaranthe)
  9. (30.09) ძირთეთრა (Panais)
  10. (01.10) ავზი (Cuve)
  11. (02.10) კარტოფილი (Pomme de terre)
  12. (03.10) უკვდავა (Immortelle)
  13. (04.10) გიგანტური გოგრა (Potiron)
  14. (05.10) რეზედა (Réséda, Mignonette)
  15. (06.10) ვირი (Âne)
  16. (07.10) მირაბილისი (Belle de nuit)
  17. (08.10) გოგრა (Citrouille)
  18. (09.10) წიწიბურა (Sarrasin)
  19. (10.10) მზესუმზირა (Tournesol)
  20. (11.10) საწნახელი (Pressoir)
  21. (12.10) კანაფი, ქერელი (Chanvre)
  22. (13.10) ატამი (Pêche)
  23. (14.10) თალგამი (Navet)
  24. (15.10) ამარილისი (Amaryllis)
  25. (16.10) ხარი (Bœuf)
  26. (17.10) ბადრიჯანი (Aubergine)
  27. (18.10) ცხარე წიწაკა (Piment)
  28. (19.10) პომიდორი (Tomate)
  29. (20.10) ქერი (Orge)
  30. (21.10) სასმელის დასაძველებელი კასრი (Tonneau)
  1. (22.10) ვაშლი (Pomme)
  2. (23.10) ნიახური (Céleri)
  3. (24.10) მსხალი (Poire)
  4. (25.10) ჭარხალი (Betterave)
  5. (26.10) ბატი (Oie)
  6. (27.10) ჰელიოტროპი (Héliotrope)
  7. (28.10) ლეღვი (Figue)
  8. (29.10) ძირშავა (Scorsonère)
  9. (30.10) თამელის ხე (Alisier)
  10. (31.10) გუთანი (Charrue)
  11. (01.11) ფამფარა (Salsifis)
  12. (02.11) წყლის კაკალი (Mâcre)
  13. (03.11) მიწავაშლა (Topinambour)
  14. (04.11) არდი (Endive)
  15. (05.11) ინდაური (Dindon)
  16. (06.11) ძირშაქარა (Chervis)
  17. (07.11) წყლის წიწმატი (Cresson)
  18. (08.11) ტყვიაბალახა (Dentelaire)
  19. (09.11) ბროწეული (Grenade)
  20. (10.11) ფარცხი (Herse)
  21. (11.11) ველური კოჭა (Asarum baccharis)
  22. (12.11) ფრანგული კუნელი - Crataegus azarolus (Azerole)
  23. (13.11) ენდრო (Garance)
  24. (14.11) ბროწეული (Orange)
  25. (15.11) ხოხობი (Faisan)
  26. (16.11) ფისტა, ფსტა (Pistache)
  27. (17.11) თერო (Macjonc)
  28. (18.11) კომში (Coing)
  29. (19.11) ჭნავი, ცირცელი (Cormier)
  30. (20.11) საბრტყელებელი (Rouleau)
  1. Raiponce (Rampion)
  2. (22.11) თალგამი (Turneps)
  3. (23.11) ვარდკაჭაჭა (Chicorée)
  4. (24.11) ზღმარტლი (Nèfle)
  5. (25.11) ღორი (Cochon)
  6. (26.11) მაშა-სალათა (Mâche)
  7. (27.11) ყვავილოვანი კომბოსტო (Chou-fleur)
  8. (28.11) თაფლი (Miel)
  9. (29.11) ღვია (Genièvre)
  10. (30.11) წერაქვი (Pioche)
  11. (01.12) ცვილი (Cire)
  12. (02.12) პირშუშხა (Raifort)
  13. (03.12) კედარი (Cèdre)
  14. 04.12) ნაძვი (Sapin)
  15. (05.12) შველი (Chevreuil)
  16. (06.12) ჯოჯო (მცენარე) (Ajonc)
  17. (07.12) კვიპაროსი (Cyprès)
  18. (08.12) სურო (Lierre)
  19. (09.12) საბინური ღვია (Juniperus sabina)
  20. (10.12) თოხი (Hoyau)
  21. (11.12) შაქრის ნეკერჩხალი (Érable à sucre)
  22. (12.12) მანანა, ერიკა (Bruyère)
  23. (13.12) ლერწამი, ლაქაში (Roseau)
  24. (14.12) მჟაუნა (Oseille)
  25. (15.12) ჭრიჭინა (Grillon)
  26. (16.12) ფიჭვის თესლი (Pignon)
  27. (17.12) კორპი (Liège)
  28. (18.12) ტრიუფელი (Truffe)
  29. (19.12) ზეთისხილი (Olive)
  30. (20.12) ბარი (Pelle)

ზამთარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნივოზი(21 დეკემბერი — 19 იანვარი)
Nivôse commence le 22 décembre.jpg
პლიუვიოზი) (20 იანვარი — 18 თებერვალი)
Pluviôse commence le 21 ou 22 janvier.jpg
ვანტოზი (19 თებერვალი — 20 მარტი)
Ventôse commence le 20 ou 21 février.jpg
  1. (21.12) ტორფი (Tourbe)
  2. (22.12) ქვანახშირი (Houille)
  3. (23.12) ბიტუმი (Bitume)
  4. (24.12) გოგირდი (Soufre)
  5. (25.12) ძაღლი (Chien)
  6. (26.12) ლავა (Lave)
  7. (27.12) ნიადაგი (Terre végétale)
  8. (28.12) ნაკელი (Fumier)
  9. (29.12) კალიუმის გვარჯილა (Salpêtre)
  10. (30.12) სალეწი კეტი (Fléau)
  11. (31.12) გრანიტი (Granit)
  12. (01.01) თიხა (Argile)
  13. (02.01) ფიქალი (Ardoise)
  14. (03.01) ქვიშაქვა (Grès)
  15. (04.01) ბოცვერი (Lapin)
  16. (05.01) კაჟი (Silex)
  17. (06.01) მერგელი (Marne)
  18. (07.01) კირქვა (Pierre à chaux)
  19. (08.01) მარმარილო (Marbre)
  20. (09.01) სანიავებელი კალათა (Van)
  21. (10.01) თაბაშირი (Pierre à plâtre)
  22. (11.01) მარილი (Sel)
  23. (12.01) რკინა (Fer)
  24. (13.01) სპილენძი (Cuivre)
  25. (14.01) კატა (Chat)
  26. (15.01) კალა (Étain)
  27. (16.01) ტყვია (Plomb)
  28. (17.01) თუთია (Zinc)
  29. (18.01) ვერცხლისწყალი (Mercure)
  30. (19.01) საცერი (Crible)
  1. (20.01) დაფნა (Lauréole)
  2. (21.01) ხავსი (Mousse)
  3. (22.01) თაგვისარა (Fragon)
  4. (23.01) ენძელა (Perce-neige)
  5. (24.01) ხარი (Taureau)
  6. (25.01) ძახველი (Laurier-thym)
  7. (26.01) აბედა სოკო (Amadouvier)
  8. (27.01) ჩვეულებრივი მაჯაღვერი (Mézéréon)
  9. (28.01) ვერხვი (Peuplier)
  10. (29.01) ნაჯახი (Coignée)
  11. (30.01) ხარისძირა (Ellébore)
  12. (31.01) ბროკოლი (Brocoli)
  13. (01.02) დაფნა (Laurier)
  14. (02.02) ლომბარდიული თხილი (Avelinier)
  15. (03.02) ძროხა (Vache)
  16. (04.02) ბზა (Buis)
  17. (05.02) ლიქენი, ხავსურა (Lichen)
  18. (06.02) ურთხელი (If)
  19. (07.02) პულმონარია (Pulmonaire)
  20. (08.02) წალდი (Serpette)
  21. (09.02) ქუთქუთა (Thlaspi)
  22. (10.02) ვარდისფერი მაჯაღვერი (Thimelé)
  23. (11.02) მოლი, კოინდარი (Chiendent)
  24. (12.02) ჩვეულებრივი მატიტელა (Trainasse)
  25. (13.02) კურდღელი (Lièvre)
  26. (14.02) მათრახა (Guède)
  27. (15.02) ნუში (Noisetier)
  28. (16.02) ყოჩივარდა (Cyclamen)
  29. (17.02) ქრისტესისხლა (Chélidoine)
  30. (18.02) მარხილი (Traîneau)
  1. (19.02) ვირისტერფა (Tussilage)
  2. (20.02) შინდი (Cornouiller)
  3. (21.02) ლევკოიონი (Violier)
  4. (22.02) კვიდო (Troène)
  5. (23.02) თხა (Bouc)
  6. (24.02) კოჭა (მცენარე) (Asaret)
  7. (25.02) ფრანგულა (Alaterne)
  8. (26.02) ია (Violette)
  9. (27.02) მდგნალი (Marceau)
  10. (28.02) ნიჩაბი (Bêche)
  11. (01.03) ნარგიზი (Narcisse)
  12. (02.03) თელა (Orme)
  13. (03.03) შავთარა (Fumeterre)
  14. (04.03) ღორღორა (Vélar)
  15. (05.03) თხა (Chèvre)
  16. (06.03) ისპანახი (Épinard)
  17. (07.03) ყვითელი გვირილა (Doronic)
  18. (08.03) საპონელა (Mouron)
  19. (09.03) ჭყიმა მხალი (Cerfeuil)
  20. (10.03) წვრილი თოკი (Cordeau)
  21. (11.03) მანდრაგორა (Mandragore)
  22. (12.03) ოხრახუში (Persil)
  23. (13.03) პირშუშხა (Cochléaria)
  24. (14.03) ღიღილო (Pâquerette)
  25. (15.03) თინუსი (Thon)
  26. (16.03) ბაბუაწვერა (Pissenlit)
  27. (17.03) ფრინტა (მცენარე) (Sylvie)
  28. (18.03) ვენერას თმა (Capillaire)
  29. (19.03) იფანი (Frêne)
  30. (20.03) სარგავი (Plantoir)

გაზაფხული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟერმინალი (21 მარტი — 19 აპრილი)
Germinal commence le 21 ou 22 mars.jpg
ფლორეალი (20 აპრილი — 19 მაისი)
Floréal commence le 21 avril.jpg
პრერიალი (20 მაისი — 18 ივნისი)
Prairial commence le 21 mai.jpg
  1. (21.03) ფურისულა (Primevère)
  2. (22.03) ჭადარი (Platane)
  3. (23.03) სატაცური (Asperge)
  4. (24.03) ტიტა (Tulipe)
  5. (25.03) ქათამი (Poule)
  6. (26.03) წითელი მხალი, შაქრის ჭარხალი (Bette)
  7. (27.03) არყი (Bouleau)
  8. (28.03) ყვითელი ნარგიზი (Jonquille)
  9. (29.03) მურყანი (Aulne)
  10. (30.03) ინკუბატორი (Couvoir)
  11. (31.03) გველის სურო (Pervenche)
  12. (01.04) რცხილა (Charme)
  13. (02.04) ხარისფაშვა (Morille)
  14. (03.04) წიფელი (Hêtre)
  15. (04.04) ფუტკარი (Abeille)
  16. (05.04) სალათა (მცენარე) (Laitue)
  17. (06.04) ლარიქსი (Mélèze)
  18. (07.04) კონიო (Ciguë)
  19. (08.04) ბოლოკი (Radis)
  20. (09.04) სკა (Ruche)
  21. (10.04) არღავანი (Gainier)
  22. (11.04) რომაული სალათა (Romaine)
  23. (12.04) ცხენისწაბლა (Marronnier)
  24. (13.04) ინდაუ (Roquette)
  25. (14.04) მტრედი (Pigeon)
  26. (15.04) იასამანი (Lilas)
  27. (16.04) ფრინტა (მცენარე) (Anémone)
  28. (17.04) ჰიბრიდული ია იაჟუჟუნა (Pensée)
  29. (18.04) მოცვი (Myrtille)
  30. (19.04) დანა (Greffoir)
  1. (20.04) ვარდი (Rose)
  2. (21.04) მუხა (Chêne)
  3. (22.04) გვიმრა (Fougère)
  4. (23.04) კუნელი (Aubépine)
  5. (24.04) ბულბული (Rossignol)
  6. (25.04) წყალიკრეფია (Ancolie)
  7. (26.04) შროშანა (Muguet)
  8. (27.04) შამპინიონი (Champignon)
  9. (28.04) სუმბული (Hyacinthe)
  10. (29.04) ფოცხი (Râteau)
  11. (30.04) რევანდი (Rhubarbe)
  12. (01.05) ესპარცეტი (Sainfoin)
  13. (02.05) ერიზიმუმი (Bâton-d'or)
  14. (03.05) ქონდარა პალმა (Chamerisier)
  15. (04/05) აბრეშუმის ჭია (Ver à soie)
  16. (05.05) ლაშქარა (Consoude)
  17. (06.05) პატარა თავსისხლა (Pimprenelle)
  18. Corbeille d'or (Basket of Gold)
  19. (08.05) თათაბო (Arroche)
  20. (09.05) თოხი (Sarcloir)
  21. Statice (Thrift)
  22. (11.05) ღვინა (Fritillaire)
  23. (12.05) კიტრისუნა (Bourrache)
  24. (13.05) კატაბალახა (Valériane)
  25. (14.05) კობრი (Carpe)
  26. (15.05) ჭანჭყატი (Fusain))
  27. (16.05) ვივერა (Civette)
  28. (17.05) ციურა (Buglosse)
  29. (18.05) მდოგვი (Sénevé)
  30. (19.05) კომბალი (Houlette)
  1. (20.05) იონჯა (Luzerne)
  2. (21.05) ყვითელი შროშანი (Hémérocalle)
  3. (22.05) სამყურა (Trèfle)
  4. (23.05) ანგელოზა (Angélique)
  5. (24.05) იხვი (Canard)
  6. (25.05) ბარამბო (Mélisse)
  7. (26.05) ფრანგული კოინდარი (Fromental)
  8. (27.05) ტყის შროშანა (Martagon)
  9. (28.05) მხოხავი ბეგქონდარა (Serpolet)
  10. (29.05) ცელი (Faux)
  11. (30.05) მარწყვი (Fraise)
  12. (31.05) სამკურნალო ბარისპირა (Bétoine)
  13. (01.06) ბარდა (Pois)
  14. (02.06) აკაცია (Acacia)
  15. (03.06) მწყერი (Caille)
  16. (04.06) დეკორატიული მიხაკი (Œillet)
  17. (05.06) ანწლი (Sureau)
  18. (06.06) ყაყაჩო (Pavot)
  19. (07.06) ცაცხვი (Tilleul)
  20. (08.06) ფიწალი, ორთითი (Pitchfork)
  21. (09.06) ღიღილო (Barbeau)
  22. (10.06) გვირილა (Camomille)
  23. (11.06) ცხრატყავა, წერწა (Chèvrefeuille)
  24. (12.06) თეთრი ენდრონიკა (Caille-lait)
  25. (13.06) ლოქორია, გუწუ (თევზი) (Tanche)
  26. (14.06) ჟასმინი (Jasmin)
  27. (15.05) ვერბენა (Verveine)
  28. (16.06) ქონდარი (Thym)
  29. (17.06) იორდასალამი (Pivoine)
  30. (18.06) ურიკა (Chariot)

ზაფხული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესიდორი (19 ივნისი — 18 ივლისი)
Messidor commence le 21 ou 22 juin.jpg
თერმიდორი (19 ივლისი — 17 აგვისტო)
Thermidor commence le 20 ou 21 juillet.jpg
ფრუქტიდორი (18 აგვისტო — 16 სექტემბერი)
Fructidor commence le 21 ou 22 août.jpg
  1. (19.06) ჭვავი (Seigle)
  2. (20.06) შვრია (Avoine)
  3. (21.06) ხახვი (Oignon)
  4. (22.06) ვერონიკა (Véronique)
  5. (23.06) ჯორი (Mule)
  6. (24.06) როზმარინი (Romarin)
  7. (25.06) კიტრი (Concombre)
  8. (26.06) პრასი (Échalote)
  9. (27.06) აბზინდა (Absinthe)
  10. (28.06) ნამგალი (Faucille)
  11. (29.06) ქინძი (Coriandre)
  12. (30.06) არტიშოკი (Artichaut)
  13. (01.07) მიხაკი (Girofle)
  14. (02.07) ლავანდა (Lavande)
  15. (03.07) არჩვი, ფსიტი (Chamois)
  16. (04.07) თამბაქო (Tabac)
  17. (05.07) წითელი მოცხარი (Groseille)
  18. (06.07) მატკვარცანა (Gesse)
  19. (07.07) ალუბალი (Cerise)
  20. (08.07) ნაკრძალი (Parc)
  21. (09.07) პიტნა (Menthe)
  22. (10.07) კვლიავი (Cumin)
  23. (11.07) ლობიო (Haricot)
  24. (12.07) ალკანა (Orcanète)
  25. (13.07) ციცარი (Pintade)
  26. (14.07) სალბი (Sauge)
  27. (15.07) ნიორი (Ail)
  28. (16.07) ცერცველა (Vesce)
  29. (17.07) ხორბალი (Blé)
  30. (18.07) სალამური (Chalémie)
  1. (19.07) სპელტა (Épeautre)
  2. (20.07) ქერიფქლა (Bouillon blanc)
  3. (21.07) ნესვი (Melon)
  4. (22.07) ღვარძლა (Ivraie)
  5. (23.07) ვერძი (Bélier)
  6. (24.07) შვიტა (Prêle)
  7. (25.07) მამულა (Armoise)
  8. (26.07) ალისარჩული (Carthame)
  9. (27.07) მაყვალი (Mûre)
  10. (28.07) საწვიმარა (Arrosoir)
  11. (29.07) ქვრიმა (Panicum virgatum) (Panic)
  12. (30.07) ჩოღანო (Salicorne)
  13. (31.07) გარგარი (Abricot)
  14. (01.08) რეჰანი (Basilic)
  15. (02.08) ცხვარი (Brebis)
  16. (03.08) ტუხტი (Guimauve)
  17. (04.08) სელი (Lin)
  18. (05.08) ნუში (Amande)
  19. (06.08) ნაღველა (Gentiane)
  20. (07.08) რაბი (Écluse)
  21. (08.08) ნარისჯაგა (Carline)
  22. (09.08) კაპარი (Câprier)
  23. (10.08) ოსპი (Lentille)
  24. (11.08) მზიურა (Aunée)
  25. (12.08) წავი (Loutre)
  26. (13.08) მირტი (Myrte)
  27. (14.08) რაფსი (Colza)
  28. (15.08) ლუპინი (Lupin)
  29. (16.08) ბამბა (Coton)
  30. (17.08) წისქვილი (Moulin)
  1. (18.08) ქლიავი (Prune)
  2. (19.08) ფეტვი (Millet)
  3. (20.08) ფშუკუნა (Lycoperdon)
  4. (21.08) ქერი (Escourgeon)
  5. (22.08) ორაგული (Saumon)
  6. (23.08) ტუბეროზა (Tubéreuse)
  7. (24.08) საადრეო ქერი (Sucrion)
  8. (25.08) ქენდირი (Apocyn)
  9. (26.08) ძირტკბილა (Réglisse)
  10. (27.08) კიბე (Échelle)
  11. (28.08) საზამთრო (Pastèque)
  12. (29.08) დიდი კამა, ცერეცო (Fenouil)
  13. (30.08) კოწახური (Épine vinette)
  14. (31.08) თხილი (Noix)
  15. (01.09) კალმახი (Truite)
  16. (02.09) ლიმონი (Citron)
  17. (03.09) გოქშო (Cardère)
  18. (04.09) ფრანგულა (Nerprun)
  19. (05.09) ხავერდა (Tagette)
  20. (06.09) გოდორი (Hotte)
  21. (07.09) ასკილი (Églantier)
  22. (08.09) ნუში (Noisette)
  23. (09.09) სვია (Houblon)
  24. (10.09) სორგო (Sorgho)
  25. (11.09) ასთაკვა, მდინარის კიბორჩხალა (Écrevisse)
  26. (12.09) ბიგარადია, მწარე ფორთოხალი (Bigarade)
  27. (13.09) ოქროწკეპლა (Verge d'or)
  28. (14.09) სიმინდი (Maïs)
  29. (15.09) ტკბილი წაბლი (Marron)
  30. (16.09) კალათი (Panier)

სადღესასწაულო დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთი დამატებითი დღე — ექვსი ყოველ ნაკიან წელს — ეროვნული არდადეგები იყო ყოველი წლის ბოლოს. ამ დღეებს თავიდან სან-კიულოტიდების სახელით იცნობდნენ, მაგრამ მესამე წლის შემდეგ (1795 წ.) დაერქვა უბრალოდ სადღესასწაულო დღეები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ozouf, Mona, 'Revolutionary Calendar' in Furet, François and Mona Ozouf, eds., Critical Dictionary of the French Revolution (1989)
  • Shaw, Matthew, Time and the French Revolution: a history of the French Republican Calendar, 1789-Year XIV (2011)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: