თარგი:დღის სტატია:08-24

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბართლომეს ღამე
ბართლომეს ღამე

ბართლომეს ღამეკათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.

ამ მსოფლიოში ცნობილი ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები — ჰერცოგი გიზები. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელისა და შარლ IX-ის დის მარგარეტ ვალუას ქორწილზე მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული.