თარგი:დღის სტატია:04-28

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალარია (იტალ. malaria < mala aria — ცუდი ჰაერი; წინათ ფიქრობდნენ, რომ დაავადებას იწვევს ცუდი ჰაერი) — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. ადამიანებში აღრიცხულია მალარიის 4 ფორმა: სამდღიანი (იწვევს Plasmodium vivax), ოთხდღიანი (Plasmodium malariae), ტროპიკული (Plasmodium falciparum) და მალარია-ოვალე (Plasmodium ovale), რომელიც მხოლოდ დასავლეთ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება.