თარგი:დღის მოვლენები:10-22
იერსახე
- 1383 : პორტუგალიის მეფე ფერნანდუს ტახტის მემკვიდრის გარეშე გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.
- 1605 : კახეთის აჯანყება დაიწყო ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.
- 1844 : უილიამ მილერის წინასწარმეტყველების მიუხედავად ქრისტეს მეორედ მოსვლა და მსოფლიოს დასასრული არ შედგა. იმედგაცრუებული დარჩა მილერიზმის მიმდევართა უმრავლესობა.
- 1883 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ-ოპერა გაიხსნა გუნოს ფაუსტის წარმოდგენით.
- 1907 : ნიკერბოკერის სატრასტო კომპანიის აქციათა ვარდნა იწვევს მოვლენათა ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც დასაბამს აძლევს დიდ დეპრესიას.
- 1962 : კარიბის კრიზისი — აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი კუბის გარშემო სანაოსნო კარანტინს აცხადებს, მასზე საბჭოთა ბირთვული იარაღის დაფიქსირების გამო.
- 2009 :კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემა Windows 7 გამოვიდა.