თარგი:დღის მოვლენები:09-29

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პომპეუს დიდი
  • ძვ. წ. 61 : პომპეუს დიდი (სურათზე) მეკობრეების დამარცხებით და მითრიდატეს ომების დასრულებით მესამე ტრიუმფს აღნიშნავს.
  • 1789 : აშშ-ის პირველი კონგრესი შეიკრიბა.
  • 1829 : ლონდონში სკოტლანდ იარდი შეიქმნა — პოლიციის პირველი ოფიციალური დეპარტამენტი მსოფლიოში.
  • 1938 : ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნაცისტური გერმანია და იტალია მიუნხენის შეთანხმებას დებენ, რითაც გერმანიას ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის ანექსიის უფლებას აძლევენ.
  • 1941 : ბაბი იარის ხოცვა — ნაცისტებმა ორი დღის განმავლობაში ბაბი იარის ხევში კიევთან 60.000-მდე ადამიანი დახოცეს, ძირითადად ებრაელები, ბოშები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები.
  • 1991 : ჰაიტიზე სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი გადააყენეს.