თამარ მეფის ნატახტარი
თამარ მეფის ნატახტარი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ლალისყურის აღმოსავლეთით, მაღალი ბორცვის წვერზე. შემორჩენილია მხოლოდ ქვაყრილის სახით. აქა-იქა კედლის ფრაგმენტებიცაა. ძეგლი ნაგები იყო ქვიშაქვით კირის ხსნარზე. შენობის დანიშნულება გაურკვევლია. ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს „თამარ მეფის ნატახტარს“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 297.