თამარ გოთუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოთუა.

თამარ პართენის ასული გოთუა (დ. 25 დეკემბერი, 1919, თბილისი – გ. 15 იანვარი, 2007, იქვე) — ქართველი ექიმი, პირველი ქალი საქართველოში, რომელიც მოღვაწეობდა ფთიზიოქირურგიაში (ფილტვების ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972 წ.), პროფესორი (1985 წ.), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1975 წ.). მწერალ ლევან გოთუას და.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტი, 1948 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1943–45 წლებში იყო მე-18 სადესანტო არმიისა და #714 ქირურგიული საველე ჰოსპიტლის ქირურგი. 1949–65 წლებში მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის განყოფილებაში, 1965–78 წლებში – ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიულ საპრობლემო ლაბორატორიაში. 1978–2000 წლებში იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ფილტვის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 2000 წლიდან – ამავე განყოფილების კონსულტანტი. გოთუას სამეცნიერო შრომები ეხება გულმკერდის ქირურგიის, ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის, ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ასევე ავტორია ორი ლიტერატურული ნაწარმოებისა („სიკვდილთან ჭიდილი“ და „თავგადასავალი ლევან გოთუასი“ – ორივე 1990 წ.). წლების მანძილზე იყო ვეტერან სპორტსმენ ქალთა საბჭოსა და ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (2001 წ.).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Биотоки головного мозга и сердца при резекциях легких у больных туберкулезом, «Труды VII всесоюзного съезда фтизиатров», М., 1966.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]