თალე ნოის არასამონადირეო სივრცე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თალე ნოის ჭაობიანი ტერიტორიები

თალე ნოის არასამონადირეო სივრცე — მტკნარი წყლის ჭაობიანი დაცული ტერიტორიატაილანდის სამხრეთში, ფატალუნგის პროვინციაში. სივრცის ფართობი 460 კმ²-ია. ჭაობი მდებარეობს ტაილანდის ყურის აღამოსავლეთ სანაპიროდან 20 კმ-ის დაშორებით და მალაიზიის ჩრდილოეთ საზღვრის, სატუნის პროვიციიდან 115 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. თალე ნოის არასამონადირეო სივრცე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი მტკნარი წყლის სისტემაა.[1] არასამონადირეო სივრცე ყველაზე პატარაა ლაგუნათა აუზში, რომელიც თალელუანგს აყალიბებს და სამი პროვინციის: ნახონ სი თამარატის, ფათალუნგისა და სონგხლას საზღვარზეა გადაჭიმული. თალე ნოის არასამონადირეო სივრცეში ბინადრობს კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი ირავადის დელფინი (Orcaella brevirostris).[2][3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თალე ნოის ადგილმდებარეობა

არასამონადირეო სივრცის სახელწოდება მომდინარეობს ტაი ენიდან და „პატარა ზღვას“ ნიშნავს. 1975 წელს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ეროვნული პარკების, ველური ბუებისა და ფლორის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ჭაობიანი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარეს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილად.[4] ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით აღნიშნული ტერიტორია დაცული ტერიტორიების III კატეგორიას მიაკუთვნეს, რაც მცირე ტერიტორიაზე მაღალი ღირებულების მქონე კონკრეტული ბუნებრივი რესურსების დაცვას ისახავდა მიზნად.[5] ჭაობიანი ტერიტორიის ღირებულებაზე მიუთითებს მრავალფეროვანი ჰაბიტატების არსებობა, რომლებიც შესაფერისია ათეულობით და ასეულობით ათასი ადგილობრივი და მიგრატორი ფრინველთა სახეობებისთვის. თალე ნოის არასამონადირეო სივრცე პირველი ოფიციალური არასამონადირეო სივრცე იყო ტაილანდში.[6] 1998 წელს რამსარის კონვენციის შესაბამისად[3] სივრცის ფარგლებში 4.94 კმ²-ის სიდიდის კუან კი სიანი გამოიყო, რომელიც ფლორისა და ფაუის სახეობათა მრავალფეროვნების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაობიან ტერიტორიად აღიარეს.[7] არასამონადირეო სივრცეს ამჟამად სამეფო სატყეო დეპარტამენტი მართავს, რომელიც ნაკრძალის სამართავად ადგილობრივ თემებთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Lepironia articulata

თალე ნოის არასამონადირეო სივრცეში ტროპიკული მუსონური ამინდია და მთელი წლის მანძილზე ტემპერატურა მცირედ იცვლება. ტაილანდის სამცრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე სველი და მშრალი სეზონებია. წვიმების სეზონი ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება, ხოლო მშრალი სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე. წლის ყველაზე წვიმიანი თვე ნოემბერია, ხოლო ყველაზე მშრალი — ივლისი.[9]

ეკოსისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის ჩასვლის ხედი თალე ნოის ტბიდან

თალე ნოის არასამონადირეო სივრცე დიდი თალელუანგის აუზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უდიდესი ლაგუნაა ტაილანდში და 8 000 კმ² ტერიტორიას მოიცავს.[10] ტბა აერთიანებს თალა ლუანგს (473 კმ²) სამი არხით - ნაანგ რიამი, ბან კლანგი და იუანი.[11] 1956 წეს სამეფო ირიგაციის დეპარტამენტის ღონისძიებების შედეგად ტბაში მტკნარი წყლის პირობები შეინარჩუნეს, რათა ბრინჯის მოყვანა შეძლებოდათ.[12][11] თალე ლუანგი აერთებს თალე საპის (360 კმ²), რომელიც ყველაზე სამხრეთით მდებარე ტბას უერთდება და ტაილანდის ყურეში 380 მეტრის სიგანის სრუტით გადის.[13] ნაკრძალის 94% ხმელეთს უკავია, ხოლო 6 % — წყალს. თალე ნოის ტბის სიგანი დაახლოებით 5 კმ, ხოლო სიგრძე 6 კმ-ია, ხოლო სიღრმე 1.2 მ.წყლის დონე სეზონების მიხედვით იცვლება. მშრალი სეზონის დროს წყლის სიღრმე 80 სმ-მდე მცირდება, ხოლო წვიმების სეზონის დროს ზოგიერთ ადგილას სიღრმე 3 მეტრსაც აღწევს.[11]

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Batagur baska

თალე ნოის არასამონადირეო სივრცე საერთაშორისო აღიარებულია, როგორც ღირებული ჰაბიტატი, რომელიც ადგილობრივი და მიგრატორი ფრიველების სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეკოსისტემაში ბინადრობენ ძუძუმწოვრბეი, ქვეწარმავლები, ამფიბიები და თევზები. ჭაობიან ტერიტორიებზე ბინადრობს არაერთი დაუცველი, საფრთხის ქვეშ და კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი.

არასამონადირეო სივრცეში 15 სახეობის ქვეწარმავალია დაფიქსირებული,[14] რომელთაგან 4 სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ დაუცველ სახეობათა სიაშია შეყვანილი: სამხრეთ-აღმოსავლური აზიური კუ, გიგანტური აზიური კუ, შავი კუ დ სამხრეთ-აზიური რბილბაკნიანი კუ. ორი სახეობა სააფრთხის ქვეშაა : ყვითელთავა კუ და Indotestudo elongate.[15] აღნიშნული სახეობების რაოდენობის შემცირე გამოიწვია ბრინჯის მოსაყვანად მიწების ათვისების შემდეგ ჰაბიტატების დაკარგვამ. არასამონადირეო სივრცის ტერიტორიაზე შენიშნეს Batagur baska, რომელიც სახმელეთო და მტკნარი წყლის ჰაბიტატებში ბინადრობს, თუმცა ამჟამად ტაილანდში ეს სახეობა გადაშენებულია.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Coesel, P.F.M., [DOI: 10.1111/j.1756-1051.2000.tb00751."Desmids (Cholorphyta, Desmidiaceae) from Thale Noi (Thailand)"], Nordic Journal of Botany, 2000. Retrieved 05-05-2016.
  2. Ponnampalam et al., [DOI 10.1578/AM.39.4.2013.401 "Behavioral Observations of Irrawaddy Dolphins (Orcaella brevirostris) in Trat Province, Eastern Thailand"], Aquatic Mammals, 2013. Retrieved 05-05-2016.
  3. 3.0 3.1 Iwasaki, S. & Shaw, R., [[[წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი|ISBN]] 978085724-163-4 "Integrated Lagoon Fisheries Management"], Emerald Group Publishing Limited, 2010. Retrieved 05-05-2016.
  4. Cookey, P., Darnswasdi, R. & Ratanchai, C., [doi:10.1016/j.ocecoaman.2015.11.015 "Local People's Perceptions of Lake Basin Water Governance Performance in Thailand"], Ocean & Coastal Management, 2016. Retrieved 05-05-2016 .
  5. IUCN, "Protected Areas Category III" დაარქივებული 2014-08-04 საიტზე Wayback Machine. , IUCN, 2014. Retrieved 05-05-2016.
  6. Kaewdee,W., Thirakhupt, K. and Tunhikorn, S. , "Population of Waterbirds in the Breeding Colony at Khuan Khi Sian, Thailand’s First Ramsar Site" დაარქივებული 2022-01-28 საიტზე Wayback Machine. , The Natural History Journal of Chulalongkorn University, 2002. Retrieved 05-05-2016.
  7. Ramsar Convention Secretariat, "Ramsar Sites Criteria", Ramsar Convention Secretariat, 2013. Retrieved 01-05-2016.
  8. Royal Thai Government, "Phatthalung Tourism Information" დაარქივებული 2016-06-24 საიტზე Wayback Machine. , Royal Thai Government, 2016. Retrieved 05-05-2016.
  9. Thai Meteorological Department, "The Climate of Thailand" დაარქივებული 2016-08-01 საიტზე Wayback Machine. , Thai Meteorological Department, 2014. Retrieved 19-05-2016.
  10. Chufamanee, P. and Lonholdt, L., "Application of integrated environmental management through the preparation of an environmental action programme: Case study from the Songkhla Lake Basin in southern Thailand", Lakes & Reservoirs: Research and Management, 2001. Retrieved 01-05-2016.
  11. 11.0 11.1 11.2 King, V., ["Environmental Challenges in South East Asia"], Taylor & Francis Group, 1998.
  12. Iwasaki, S. & Shaw, R., [doi:10.3850/S179392402009000106 "Human Security and Coping Brackish Environmental Hazards in Fishing Communities of Songkhla Lake, Thailand"], Asian Journal of Environment and Disaster Management, 2009. Retrieved 01-05-2016.
  13. Earth Snapshot, "Songkhla Lake: the Largest Natural Lake in Thailand - See more at: http://www.eosnap.com/image-of-the-day/songkhla-lake-the-largest-natural-lake-in-thailand-march-30th-2009/#sthash.SHvlQev7.dpuf" დაარქივებული 2016-06-25 საიტზე Wayback Machine. , Chelys, 2009. Retrieved 01-05-2016.
  14. Parr, J.W.K., "A Socio-Economic and Tourism Assessment at Thale Noi Non-Hunting Area", Asia Foundation, 1994. Retrieved 01-05-2016.
  15. Asian Turtle Working Group, "Heosemys annandalii", IUCN Red List, 2000. Retrieved 05-05-2016.
  16. Asian Turtle Working Group, "Batagur baska", IUCN Red List, 2000. Retrieved 05-05-2016.