თავცეცხლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავცეცხლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  Galeopsis
სახეობა:  თავცეცხლა
ლათინური სახელი
Galeopsis bifida Boenn.

თავცეცხლა (ლათ. Galeopsis bifida) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა,სიმაღლე – 15-60 სმ. მარტივი ან დატოტვილი. ჯაგრისებური ბეწვით შებუსული, ზოგჯერ – შიშველი. ფოთლები კვერცხის ფორმის კვერცხისებური ან ლანცეტაა, მრგვალკბილა, შებუსული. ყვავილედის ჩხროები სფეროსებურია, შებუსული. გვირგვინი მეწამულია, სოსანი, მოყვითალო ან მოთეთრო. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ბუჩქნარებსა და მდელოებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, თითქმის მთელ ევრაზიას, ჩრდილოეთ ამერიკას.


გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]