ხარისშუბლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხარისშუბლა
ხარისშუბლა
Senecio rhombifolius
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Senecio rhombifolius
Senecio platyphyllus
Senecio platyphylloides

ხარისშუბლა[1] (ლათ. Senecio rhombifolius)[2] — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. აქვს გრძელი, მიწაში ჰორიზონტალურად გაწოლილი ფესვები. ღერო სწორმდგომი, მრგვალი შემოწერილობის, წვრილად დაღარული.

ფართო (25-30 სმ-მდე) ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი, ყუნწის ფუძესთან გულის ფორმა აქვს და კიდეები ოდნავ გადაფენილია გვერდებისაკენ. ფოთლის ფირფიტის კიდეები ბოლოში წაწვეტიანებულია და ხერხისებურადაა დაკბილული. წვრილი, მჭახე ყვითელი ფერის ყვავილები ფარისებრ ყვავილედათაა შეკრული და სასიამოვნო სურნელს გამოსცემს, ყვავილობს ივლის-სექტემბერში.

ხარისშუბლა კავკასიისა და თურქეთის ენდემია. საქართველოში ვხვდებით აჭარის, რაჭის და სვანეთის სუბალპურ და ალპურ ზოლში ზღვის დონიდან 2500 მ. სიმაღლემდე. სასარგებლო მცენარეა, შეიცავს ალკალოიდებს, მათ შორის პლატიფილინს და სარაცინს. მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სპაზმოლიტურ საშუალებად გულ-სისხლძარღვთა დასასუნთქი გზების სამკურნალოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შ.ხიდაშელი, ვ.პაპუნიძე, საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები, ბათუმი, 1980, გვ. 231

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხარისშუბლა - ბოტანიკური ლექსიკონი
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 437.