თავაკი
გარეგნობა
თავაკი (ლათ. capitulum) — მცენარის მარტივი ყვავილედი, რომელსაც მოკლე და ზოგჯერ გამსხვილებული ღერძი აქვს. ღერძის წვერზე კი მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე ყვავილებია განლაგებული. ასეთი ყვავილედი აქვს სამყურას, გოქშოსა და სხვას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 562.