ზოლოტარიოვის სახლი
| ზოლოტარიოვის სახლი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | regional cultural heritage site in Russia |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
| დასრულება | 1860-იანები |
| ტიპი | ეკლექტიკა |
![]() | |
ზოლოტარიოვის სახლი (რუს. Дом Золотарёва) — ძველი სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. გააჩნია არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაგანროგში, იტალიის შესახვევში ააგეს სართულნახევრიანი სახლი ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გამოიცვალა მთელი რიგი მფლობელებისა. 1860-იანი წლების ბოლოს სახლი ეკუთვნოდა ბერძენი დიმიტრი პაპანაგიოტის მემკვიდრეებს[3], 1873-1880 წლებში იგი იყო ტაგანროგელი ხაჯიევების კუთვნილება[2]. 1880-იანი წლების ბოლოს სახლი იყოდა ელენა ჩანგლი-ჩაიკინამ, მსის ნატესავები სახლს ფლობდნენ 1890-იანი წლების შუა პერიოდამდე. შემდეგ მფლობელებზე ინფორმაციები განსხვავებულია. ერთი წყაროს მიხედვით 1890-იანი წლების მერე სახლის მფლობელიაპირველი გილდიის ვაჭარი თევდორე სიფნეო[3]. სხვა მონაცემებით 1890-1898 წლებშ სახლს ფლობდა ნ. დივარისი[2].
XX საუკუნიდან სახლის მფლობელია ალექსანდრე ზოლოტარიოვი, რომლის სახელიც ეწოდა შენობას[2]. 1911 წლიდან შენობაში მუშაობდა მოდის ჟურნალებისა და მანეკენების კანტორა. ასწავლიდნენ კერვას.
1912 წელს სახლის ნაწილი არენდით აიღო კოლეჟის ასესორმა ალექსეი ბაკლემიშევმა. 1915 წელს სახლის ღირებულება იყო 12 ათასი რუბლი[3]. 1920 წლიდან მუნიციპალური სახლია. 1992 წლიდან სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, როგორც არქიტექტურული ძეგლი[1].
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში, მაგრამ ასევე შეიცავს ბაროკოს, კლასიციზმის, მავრიტანიული და რომანული არქიტექტურების ელემენტებს[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Жилой дом. Комплекс застройки улицы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-09.
- 1 2 3 4 Энциклопедия Таганрога
- 1 2 3 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
- ↑ Дом 20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-09.
