ზოდეხის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზოდეხის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდეხში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის დამუშავებული ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზულ ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თანადროული მინაშენები აქვს. კარნიზი მარტივპროფილიანია, საბურავად გამოყენებულია ფიქალი. ეკლესიას გარშემო გალავანი შემოუყვება. იმის გამო, რომ ეკლესია დაკეტილია, მისი შიდა აღწერა და აზომვა არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 84