ზინგა მბანდი ნგოლა
იერსახე
ზინგა მბანდი ნგოლა, ნზინგა მბანდი ნგოლა, ჟინგა მბანდი ნგოლა ანა (დ. დაახლ. 1582 — გ. 17 დეკემბერი, 1663) — 1624 ან 1623 წლიდან ნდონგოს (ანგოლა) და XVII საუკუნის 20-იანი წლების დასასრულიდან მატამბის სახელმწიფოს გამგებელი. თავისი ძმის ნგოლა მბანდის გარდაცვალების შემდეგ ზინგა მბანდი ნგოლა ნდონგოს დედოფალი გახდა. ატარებდა პორტუგალიისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას. ზინგა მბანდი ნგოლას თავიდან მოსაშორებლად პორტუგალიელებმა 1626 წელს ტახტზე დასვეს თავიანთი ერთგული კაცი. ზინგა მბანდი ნგოლა მომხრეებთან ერთად ქვეყნის შიგა ოლქებში გადავიდა, დაიპყრო მატამბა და იქ სახელმწიფო დააარსა. 30 წელზე მეტხანს მეთაურობდა იგი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართულ სახალხო ომს. ზინგა მბანდი ნგოლა ანგოლის სახალხო გმირადაა აღიარებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 521.