ზიგფრიდ გრიგოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზიგფრიდ შალვას ძე გრიგოლაშვილი (დ. 15 ივნისი, 1942, მცხეთა) — ქართველი ეკონომისტი, სპორტსმენი (ნიჩბოსნობა); ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1963).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1965 წელს. იქვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას 1969 წლიდან. მისი შრომები ეხება ვაჭრობის ეკონომიკის, ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებს. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1962) და საკავშირო პრიზიორი (1964) ნიჩბოსნობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]