ზვიად ბაბიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზვიად ბაბიაშვილი

ზვიად ბაბიაშვილი
ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 23 სექტემბერი, 1978
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 198 სმ
წონა 115 კგ
კარიერის ისტორია
2004-2010 ენერჯი ინვესტი (საკალათბურთო კლუბი) (საქართველო)
2010-2014 არმია (საკალათბურთო კლუბი)(საქართველო)

ზვიად ბაბიაშვილი (დ. 23 სექტემბერი, 1978, თბილისი, საქართველო) — ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი. 2003-04 წლებში სეზონში ქართველი მძიმე ფორვარდი რუსთავის აზოტის სახელით ცნობილ საკალათბურთო კლუბს, „ენერჯი ინვესტს“ შეუერთდა და 6 წელი ითამაშა, 2010 წლების სეზონში კი თბილისის „არმიაში“ გადაბარგდა და გუნდის კაპიტანიც გახდა. 2014 წელს ბაბიაშვილმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა. ახალი, 2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ კი მწვრთნელის რანგში მოგვევლინა. ის ამჟამად „არმიას“ ბაზაზე შექმნილი სუპერლიგის მონაწილე „მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელის, ბუბა ბერიშვილის, ერთ-ერთი თანაშემწეა და პარალელურად ამავე კლუბის 18 წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობს.

ბაბიაშვილი პროფესიით ეკონომისტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]