ზვეგინცევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზვეგინცევის სახლი
Дом Звегинцева
Оранжерейная ул., 29.jpg
კოორდინატები 59°43′13″N 30°24′35″E / 59.720264° ჩ. გ. 30.40982° ა. გ. / 59.720264; 30.40982
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი სებასტიან ჩერფოლიო
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1836-1839
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801278000

ზვეგინცევის სახლი (რუს. Дом Звегинцева) — ისტორიული შენობა ქალაქ პუშკინში. აშენდა 1836-1839 წლებში. მიეკუთვნება რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს[1][2]. მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე, სახლი №29/23, პუშკინის ქუჩის კუთხეში, ტაძრის მოედანთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1835 წელს კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთები გამოიყო. ხუთივე სახლის პროექტი არქიტექტორ სებასტიან ჩერფოლიომ შექმნა, რომელიც ერთიან დიდ კომპლექსს ქმნის. ზვეგენცევის სახლს მოიხსენიებენ ასევე სხვა სახელითაც კერძოდ — ტიმოფეევის სახლის სახელწოდებით.

1867 წლის ცარსკოე-სელოს რუკის ფრაგმენტზე სახლის ადგილას დატანილია სამრევლო სკოლა.

1890 წელს, პოტაპოვის ნებით სახლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაეცა წმინდა ეკატერინეს ეკლესიას. 1963 წელს სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია, რომლის დროსაც წინა ფასადები არ შეცვლილა. აღნიშნული სახლი დიდი ხნის განმავლობაში, რჩებოდა საცხოვრებლად. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია კვების ობიექტები[3][4][5].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი გაფორმებულია კათედრის მოედანზე მდებარე როდაქსის სახლის მსგავსად. იგი სამსართულიანია (ცოკოლის მაღალი სართულის ჩათვლით, რომელიც რუსტირებულია და კვადრატული გეგმისაა. სახლის ფასადი შესანიშნავი სტილით არის გაფორმებული კერძოდ, თხელი სანდრიკებით და ფრიზებით. ჭარბობს ყვავილების ორნამენტი, ფრიზზე მეორდება წყვილი გედის გამოსახულება. გაფორმებაში ჭარბობს ბიზანტიური მოტივები, რომელიც გამოიყენება ძველ რუსულ არქიტექტურაში.[3][4][5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 363—364. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом Звегинцева (Тимофеевых). КГИОП Санкт-Петербурга. წაკითხვის თარიღი: 2018-07-11.
  2. Решение исполкома Ленгорсовета № 650 от 25.08.1975
  3. 3.0 3.1 Оранжерейная 19, 21, 23, 27, 29. Дома архитектора Черфолио. Энциклопедия Царского Села. წაკითხვის თარიღი: 2018-07-11.
  4. 4.0 4.1 Оранжерейная 29. Дом Звегинцева (Тимофеевых). Энциклопедия Царского Села. წაკითხვის თარიღი: 2018-07-11.
  5. 5.0 5.1 Дом Звегинцева - Дом В. П. Потапова - Дом причта Екатерининского собора. citywalls.ru. წაკითხვის თარიღი: 2018-07-11.