როდაქსის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როდაქსის სახლი
Дом Родакса
კოორდინატები 59°43′09″N 30°24′31″E / 59.719247° ჩ. გ. 30.408585° ა. გ. / 59.719247; 30.408585
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი სებასტიან ჩერფოლიო
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1836-1839
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801274000

როდაქსის სახლი (რუს. Дом Родакса) — ისტორიული შენობა ქალაქ პუშკინში. აშენდა 1836-1839 წლებში. მიეკუთვნება რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს [1][2]. მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე, სახლი №19/18, პუშკინის ქუჩის კუთხეში, ტაძრის მოედანთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1835 წელს კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთები გამოიყო. ხუთივე სახლის პროექტი არქიტექტორ სებასტიან ჩერფოლიომ შექმნა, რომელიც ერთიან დიდ კომპლექსს ქმნის. ამ კომპექსში შედის ასევე, როდაქსის სახლი. XX საუკუნის დასაწყისში, 1917 წლამდე, სახლში ცხოვრობდა მღვდელი იოანე (კოჩუროვი), ახალმოწამე. 1949 წელს, დიდი სამამულო ომის შემდგომ განადგურებული სახლი, აღადგინეს და საცხოვრებლად გადასცეს ლიტერატურის საკავშირო ინსტიტუტის თანამშრომლებს[3][4][5].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი გაფორმებულია კათედრის მოედანზე მდებარე ზვეგინცევის სახლის მსგავსად. იგი სამსართულიანია (ცოკოლის მაღალი სართულის ჩათვლით, რომელიც რუსტირებულია და კვადრატული გეგმისაა. სახლის ფასადი შესანიშნავი სტილით არის გაფორმებული კერძოდ, თხელი სანდრიკებით და ფრიზებით. ჭარბობს ყვავილების ორნამენტი, ფრიზზე მეორდება წყვილი გედის გამოსახულება. გაფორმებაში ჭარბობს ბიზანტიური მოტივები, რომელიც გამოიყენება ძველ რუსულ არქიტექტურაში[3][4][5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 363—364. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом Родакса (Хлебникова). КГИОП Санкт-Петербурга. ციტირების თარიღი: 2018-07-15.[მკვდარი ბმული]
  2. Решение исполкома Ленгорсовета № 650 от 25.08.1975
  3. 3.0 3.1 Оранжерейная 19, 21, 23, 27, 29. Дома архитектора Черфолио. Энциклопедия Царского Села. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  4. 4.0 4.1 Дом Родакса (Хлебникова). Энциклопедия Царского Села. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-15. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  5. 5.0 5.1 Дом Родакса - Дом М. Е. Хлебникова. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-15. ციტირების თარიღი: 2018-07-15.