ზემო ფრისის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ფრისის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფრისში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები ჰქონდა, მათგან საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, ცენტრში თაღოვანი სა-რკმლით. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. აბსიდა გადახურუ-ლია სფერული კონქით. აბსიდში ორი მასიური, სწორკუთხა ლოდია (ორივე წაქ-ცეულია და არ ჩანს - რომელი იყო ტრაპეზის ქვა). აბსიდის იატაკი ერთი საფე-ხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. კანკელისაგან შემორჩა ჩრდილოეთის ქვედა ნახევარი. კანკელის წინ სწორკუთხა ფორმის მასიური ბუნის ქვაა. გრძივი კედლების ცენტრებში პილასტრებია, რომელიც მთავრდება სწორკუთხა კაპიტელებით. კაპიტელებს ეყრდნობა თაღი, რომელიც იჭერს ცილინდრულ კამა-რას.

სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ, ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმელია, დასავ-ლეთ ნაწილში თაღოვანი კარები არქიტრავით. არქიტრავი ნაოთხალია. კედლის აღმოსავლეთ ნახევარს ერთსაფეხურიანი ხარისხი აქვს. დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმელია. ქვედა, ცენტრალურ ნაწილში - სწორკუთხა შემოსასვლელი. ამ კედლის დასავლეთის ნახევარს გააჩ-ნია ერთსაფეხურიანი კარნიზი.

ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე გაუყვება ხარისხი. ჩრდილოეთი კედელი მეტად საყურადღებოა - ქვედა ნაწილი გაცილებით სქელია ზედაზე - ეს მკვეთრა-დაა ხაზგასმული. კამარის დასაწყისთან კედელი კიდევ თხელდება. ძირითად სამ-შენებლო მასალად გამოყენებულია ტუფის თლილი ქვა და რიყის ქვა.

თაღი, პილასტრები, არქიტრავები თლილი, ღვინისფერი ტუფისაა. ინტერიერს შემორჩა შელესილობის კვალი. აღმოსავლეთი ფასადი მთლიანად მოპირკეთებულია ღვინისფერი ტუფის დიდი კვადრებით. სარკმლის სათაურის ფილაზე ჩარჩოში ჩასმული რელიეფია - ბოლნუ-რი ჯვრის გამოსახულებით. ჯვრის მკლავებს შორის ”ღილაკებია” მოთავსებული. ჩრდილოეთი ფასადის კუთხეები თლილი კვადრებისაა, კედელი - რიყის და ფლეთილი ქვისა. დასავლეთი ფასადიც ანალოგიურია, ქვედა ნაწილში ემჩნევა მინაშენის კედ-ლების კვალი. მიწის დონე ამაღლებულია და მინაშენის გეგმა არ იკითხება. სამხრეთი ფასადიც ანალოგიური მასალისაა. სარკმლის საპირეები თლილი ქვისაა, თავთან აქვს რელიეფი - ჯვარი და ოთხი წრე ციური მნათობით. ფასადის ქვედა ნაწილი შესამჩნევად განიერია ზედაზე. განსხვავება თაროს ფორმითაა გამოსახული. ეს კონსტრუქციული დეტალი მინაშენის საჭიროებისათვ-ის იყო. ეკლესიას შემოუყვება მარტივი, სწორკუთხა პროფილის კარნიზი. საბურავი კრამიტისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 105-106