ზემო სნეკვის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო სნეკვის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სნეკვში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვითა და დიდი ზომის ფიქალით. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. კედლები შემორჩენილია დაახლოებით 1-1,5 მეტრზე. სამხრეთით იკითხება შესასვლელის კვალი. ძეგლის ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 101-102