ზემო კოშკის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო კოშკის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კოშკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. სულ შემორჩა ოთხი სართული. კარი გაჭრილია დასავლეთით მეორე სართულის დონეზე. კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004