ზემო კორსევის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო კორსევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კორსევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. წყობა შერეულია. აღმოსავლეთი კედელი მთლიანადა ჩაქცეულია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კი ნაწილობრივ. დასავლეთი კედელი სამი სართულის დონეზეა შემორჩენილი. ამავე კედელში მეორე სართულზე დატანებულია კარი. კოშკის ჩრდილო- აღმოსავლეთ მხარეს იკვეთება გალავნის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004