შინაარსზე გადასვლა

ზემო კოლიმის მთიანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზემო კოლიმის მთიანეთი
რუს. Верхнеколымское нагорье
კოორდინატები: 62°55′ ჩ. გ. 146°50′ ა. გ. / 62.917° ჩ. გ. 146.833° ა. გ. / 62.917; 146.833
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მაგადანის ოლქი
სიმაღლე 1300–2000 
ზემო კოლიმის მთიანეთი — რუსეთი
ზემო კოლიმის მთიანეთი

ზემო კოლიმის მთიანეთი[1] (რუს. Верхнеколымское нагорье) — მთიანეთი რუსეთში, მაგადანის ოლქში, ტას-კისტაბიტის ქედს, ჩერსკის მთაგრეხილსა და მათ სამხრეთ განშტოებებს შორის. ჭარბობს 1300–2000 მ სიმაღლეები. შედგება მცირე ზომის მასივებისა და მოკლე ბრტყელწვერიანი ქედებისგან. მთების მწვერვალები გუმბათისებრია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ახასიათებს ციცაბო კალთები და მდინარეთა ღრმა ხეობები. აგებულია პერმული და ტრიასული ასაკის ფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთიანეთს კვეთს მდინარეები: აიან-იურიახი, ბიორიოლიოხი და სხვ. ხეობებში და დამრეც კალთებზე მეჩხერი ფოთლოვანი ტყეები და ქონდარა ფიჭვის რაყებია, 1200–1800 მ სიმაღლეზე — მთის ბუჩქნარიანი ტუნდრა. არის ოქროსა და კალის საბადოები, მინერალური წყაროები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 76.
  2. Пармузин Ю. П. Верхнеколымское нагорье // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.