ზეგანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეგანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი სვანეთისუბანი
წინა სახელები ძეგამის ქუჩა, ასპინძის შესახვევი

ზეგანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); დასაწყისი გუმათის ქუჩიდან. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. 1924 წლის თბილისის გეგმაზე და 1923 წლის „თბილისის საბჭოს მოამბეში“ ზეგანის სახელითაა შეტანილი (იგი მართლაც ზეგანზე მდებარეობს). მომდევნო წლებში არასწორად ძეგამის ქუჩა ეწოდა. თავდაპირველად გრძელდებოდა ყოფ. ასპინძის შესახვევამდე.[1] 2019 წელს ასპინძის შესახვევის მონაკვეთი, ზეგანის შესახვევი და ჩიხი გაერთიანდა და მთლიანად ზეგანის ქუჩა ეწოდა. აქვს 1 ჩიხი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 79, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძს შესახვევის მონაკვეთისთვის, ზეგანის ჩიხისთვის და ზეგანის შესახვევისთვის ზეგანის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (18 ოქტომბერი, 2019). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024