ზებუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზებუ
Bos taurus indicus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bos taurus indicus (Linnaeus, 1758)

ზებუ, კუზიანი საქონელი (ლათ. Bos taurus indicus) — წარმოშობით შინაურ ძროხას უახლოვდება. კისრისა და მინდაოს წინა ნაწილში აქვს კუზი, რომლის მასაა 5-8 კგ. ფერად შავი, წითელ-ჭრელი, თაფლა, ნაცრისფერი და წაბლაა. ზრდასრული ფურის საშუალო მასა 250–270 კგ, უდიდესია 550 კგ, კუროსი 300–350 კგ, უდიდესია 800 კგ-მდე. ვარაუდობენ, რომ ზებუ მოშინაურებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათ.ასი წლის წინ. გავრცელებულია ინდოეთში, აფრიკაში, ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში, ახლო აღმოსავლეთში. კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას. ნაკლავის გამოსავალი 45-50%. წლიური ნაწველი 500–600 კგ, უდიდესია 1500 კგ-მდე, რძის ცხიმიანობა 4,5-5%. ძროხასთან შეჯვარებით გამოყვენილია რამდენიმე ახალი ჯიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზებუ&oldid=4173185“-დან