ზაქარია (XVII-XVIII სს.)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაქარია.

ზაქარიადავითგარეჯის დოდოს მონასტრის წინამძღვარი 1704-1708 და 1711-1712 წლებში. XVII საუკუნის დასასრულს აღადგინა უცხოელ დამპყრობთა მიერ მოოხრებული და გაუქმებული დოდოს მონასტერი. ზრუნავდა მისი ეკონომიკური განმტკიცებისათვის; მატერიალური დახმარება და ადგილ-მამულები მიიღო ნინოწმინდელი ეპისკოპოსის იოსებისაგან (ვაჩნაძე), კახეთის სამეფო კარისაგან და სხვა. საკუთარი სახსრებით მონასტერს შეუძინა ვენახი საგარეჯოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966;