შინაარსზე გადასვლა

ზაქარია კეცხოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქარია კეცხოველი
საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს მე-3 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი, 1952 – 15 აპრილი, 1953
წინამორბედიზაქარია ჩხუბიანიშვილი
მემკვიდრევალერიან ბაქრაძე

დაბადებული10 ივლისი, 1902,
სოფ. ტყვიავი
გარდაცვლილი22 ივლისი, 1970 (68 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნებაქართველი
რელიგიაათეიზმი

ზაქარია ნიკოლოზის ძე კეცხოველი (დ. 10 ივლისი, 1902, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ივლისი, 1970) — თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი. საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1952-1953).

მიღებული ჰქონდა აგრონომიული განათლება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა, ამავე დროს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ხილ-კენკრის მეურნეობის ინსტიტუტში. 1944 წლიდან იყო სა­ქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მო­ად­გილე და კვების მრეწველობის სახალხო კომისარი. 1946-1947 წლებში სა­ქართველოს სსრ გემო-კვების მრეწველობის მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მო­ად­გი­ლე, 1947 წლიდან — სა­ქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მო­ად­გი­ლე, შემდეგ — თავმჯდომარე. 1953 წლიდან სა­ქართველოს სსრ სასურსათო საქონლის მრეწველობის მინისტრი. 1957 წლიდან ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]