შინაარსზე გადასვლა

ზაფხული როდესაც გავლამაზდი (ტელე სერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

The Summer I Turned Prettyამერიკული, რომანტიკული, დრამატული სატელევიზიო სერიალი, შექმნილია ავტორი ჯენი ჰანის მიერ Amazon Prime Video-სთვის. დაფუძნებულია ამავე სახელობის ნოველაზე. სერიალის პრემიერა შედგა 2022 წლის 17 ივნისს, პირველი სეზონით, რომელიც შედგება შვიდი ეპიზოდისგან. მეორე სეზონი დადასტურებულია.


ყოველწლიურ საზაფხულო არდადეგებზე ოჯახის მეგობრის სანაპირო სახლში, ბელი მეგობრებს კვლავ ხვდება, ძმებს, ჯერემაიას და კონრადს. ის სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება.[1]


მსახიობები და პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ლოლა ტუნგი იზაბელ "ბელი" კონკლინის როლში.[2]
  • ჯეკი ჩუნგი ლორელ პარკის როლში.[2]
  • რეიჩელ ბლანჩარდი სუზანა ფიშერის როლში.[2]
  • კრისტოფერ ბრაინი კონრად ფიშერის როლში.[2]
  • გევინ კასალინო ჯერემაია ფიშერის როლში.[2]
  • შონ კაუფმანი სტივენ კონკლინის როლში.[2]
  • ალფრედო ნარცისო კლივლენდ კასტილიოს როლში.[2]
  • მინი მილსი შაილას როლში.[2]
  • კოლინ ფერგიუსონი ჯონ კონკლინის როლში.[3]
  • ტომ ევერეტ სკოტი ადამ ფიშერის როლში.[3]
  • დევიდ იაკონო კამის როლში.
  • სამერ მედისონი ნიკოლის როლში.
  • რაინ სპენსერი ტეილორის როლში.
  • ლილა პეიტი ჯიჯის როლში.
  • კელსი როუზ ჰილი დარას როლში.
  • ჯოსელინ შელფო მარიზას როლში.
  • "Summer House"

ყოველ ზაფხულს კონკლინები - ბელი, მისი ძმა სტივენი და დედა ლორელი - რჩებიან კაუზინის სანაპიროზე ლორელის საუკეთესო მეგობართან, სუზანა ფიშერთან და მის ვაჟებთან, კონრადთან და ჯერემაიასთან ერთად. კონრადს ბელი თორმეტი წლის ასაკიდან უყვარდა, მაგრამ ამბობს, რომ მას მხოლოდ პატარა დასავით უყურებს. ჩასვლისთანავე ბელი და ლორელი ამჩნევენ, რომ კონრადი ცუდად იქცევა. ბელი ცდილობს დაეხმაროს კონრადს, მაგრამ მას ხელს ჯერემაია და სტივენი უშლიან, რომლებიც კონრადთან ერთად სანაპირო წვეულებაზე მიდიან. ბელის საუკეთესო მეგობრის, ტეილორის მოთხოვნით, ბელი წვეულებაზე იპარება. ის ხედავს, რომ კონრადი გოგონას კოცნის, ნიკოლს, რომელიც წინა წელს დებიუტანტების მეჯლისზე კონრადის მეწყვილე იყო. კონრადთან და სტივენთან კამათის შემდეგ ბელი მარტო ზის. მას უახლოვდება ბიჭი, სახელად კამი; ისინი გაიცნობენ ერთმანეთს და საბოლოოდ აკოცებენ. ამის შემდეგ პოლიცია წვეულებას არღვევს. ბელი გადაწყვეტს მიიღოს სუზანას მოწვევა დებიუტანტად.

  • "Summer Dress"

სუზანა და ლორელი დებიუტანტების კაბების საყიდლად მიდიან ბელისთვის. ბელი თავის პირველ დებიუტანტ ჩაის ესწრება და ხვდება თავის კლასელებს, მათ შორის შაილას, მდიდარ სოციალს. ბელი ასევე აღმოაჩენს, რომ ნიკოლი მისი დიდი დაა სეზონისთვის.კამი ბელს პაემანზე პატიჟებს კინოთეატრში. ლორელი წიგნის ხელმოწერის დროს, ხელახლა ხვდება კლივლენდ კასტილოს, თანამემამულე ავტორს, რომელსაც მან შემთხვევით შეურაცხყოფა მიაყენა. კლივენდი ეუბნება, რომ მისი შემდეგი წიგნი ნაოსნობის შესახებაა, რომლის შესახებაც მან ცოტა რამ იცის, ლორელი ურჩევს კონრადს სთხოვოს გაკვეთილები. წიგნის მაღაზიის წვეულებაზე მოწყენილ კონრადს გაუჩნდა იდეა, რომ ბიჭებმა ბელის პაემანი ჩაშალონ. ბელი გაბრაზებული აგზავნის მათ უკან. კამს სახლში მიჰყავს ბელი და ისევ კოცნიან. ღამე სტივენი იპარება, რათა სანაპიროზე შაილას შეხვდეს. შაილა სთხოვს სტივენს, რომ მისი მეწყვილე იყოს დებიუტანტების მეჯლისზე. ბელი და კონრადი კამათობენ, ბელის პაემნის ჩაშლის გამო.

  • "Summer Nights"

ბელი მოუთმენლად ელის თექვსმეტი წლის დაბადების დღის აღნიშვნას. ყველა უზიარებს მას საჩუქრებს, გარდა კონრადისა, რომელიც ამბობს, რომ დაავიწყდა. კაუზინის სანაპიროზე ჩასულ ტეილორს ბელი და ჯერემაია ხვდებიან. სუზანა სადილს მართავს, სადილის შემდეგ გოგონები წვეულებაზე მიდიან ნიკოლთან. კამი ბელის მოწვევას ელის დებიუტანტების მეჯლისზე.

  • "Summer Heat"

ბავშვები ემზადებიან სუზანას დიდი ოთხი ივლისის წვეულებისთვის. ბელის და სტივენის მამა ახალ შეყვარებულთან ერთად ჩამოდის სანაპიროზე, მაგრამ ფიშერები იგებენ, რომ მათი მამა ადამი, ვერ შეძლებს ჩამოსვლას. ბელი ძალიან ბევრ მარგარიტას სვამს და უნებურად იწვევს პრობლემას წვეულებაზე.

  • "Summer Catch"

სუზანა და ლორელი მიდიან ბარში, სადაც ისინი კარგ დროს ატარებენ. ლორელი და კლივლენდი უფრო დაახლოვდებიან. ბელს რაღაც აქვს სათქმელი კემისთვის და მოგვიანებით ფიქრობს, სწორი ძმა აირჩია თუ არა.

  • "Summer Tides"

ყოველწლიური პლიაჟის ფრენბურთის ფონდის თამაშია და ბელი გადაწყვეტს გაიმარჯვოს. ტეილორი მას პარტნიორად უერთდება, მაგრამ ტრავმას აყალბებს, რომ თამაშში ჯერემაია შემოვიდეს. კლივლენდთან ნავში ყოფნისას, კონრადს პანიკური შეტევა აქვს და კლივლენდს უყვება რა აწუხებს მას. ბელი და ტეილორი მიწვეულნი არიან ნიკოლთან, მამამისის ნავზე.

  • "Summer Love"

დებიუტანტების მეჯლისის დღეს, ყველაფერი მზადდება. ბელი მზადაა ჯერემაიასთან ერთად წასასვლელად. სუზანამ და ლორელმა ბელის ის კაბა უყიდეს, რომელიც მას სურდა. სტივენმა, ფული პოკერის თამაშისას დაკარგა, ასე, რომ ვეღარ ახერხებს სმოკინგის ყიდვას, რაც შაილას უნდა უთხრას, თუმცა, სტივენი შაილას მამის ძველ სმოქსინგს ითხოვებს. ჯერემაიას ეჭვები უჩნდება დედამისზე.

2021 წლის 8 თებერვალს Amazon-მა წარმოებას რვა ეპიზოდისგან შემდგარი შეკვეთა მისცა. სერიალი ეფუძნება ჯენი ჰანის 2009 წლის ამავე სახელწოდების რომანს. მისი შექმნილი და აღმასრულებელი პროდიუსერიც ჰანია.[4] ასევე აღმასრულებელი პროდიუსერებია: გაბრიელ სტენტონი, კარენ როზენფელტი, ნნე ებონგი და ჰოუპ ჰარტმანი.[5][6][7] 2022 წლის 8 ივნისს, სერიალის პრემიერამდე, Amazon-მა მეორე სეზონი დააანონსა.[8]

მსახიობების შერჩვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 28 აპრილს, ლოლა ტუნგი, რეიჩელ ბლანჩარდი, ჯეკი ჩუნგი და კრისტოფერ ბრაინი სერიალის მთავარ პერსონაჟებად აიყვანეს.[9][10] 2021 წლის ივლისში გევინ კაზალენიო, შონ კაუფმანი, მინი მილსი და ალფრედო ნარცისო შეუერთდნენ მთავარ მსახიობებს, ხოლო სამერ მედისონი, დევიდ იაკონო, რაინ სპენსერი და ტომ ევერეტ სკოტი მეორე ხარისხოვან მსახიობებს.aptation Of Jenny Han's YA Novel|website=Deadline Hollywood|first=Denise|last=Petski|date=July 26, 2021|access-date=July 26, 2021}}</ref> On August 31, 2022, Kyra Sedgwick and Elsie Fisher were cast in recurring capacities for the second season.[11]

პირველი სეზონის გადაღება 2021 წელს გაიმართა ვილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში.[12][13][14] მეორე სეზონის გადაღება 2022 წლის ივლისში დაიწყო.[15]

სერიალის პრემიერა Prime Video-ზე 2022 წლის 17 ივნისს შედგა.[16]

სერიალის პრემიერის შემდეგ სამივე წიგნს რეიტინგი აუმაღლდა, ამაზონის ბესტსელერების სიაში პირველ სამი ადგილი დაიკავა, მეორე წიგნი, "It's Summer Without You", პირველ ადგილზეა. არტისტებმა, რომელთა მუსიკაც გამოიყენებული იყო შოუში, ასევე ნახეს გაყიდვებისა და მიმდევრების ძალიან დიდი ზრდა, ზოგიერთს კი სიმღერების გაყიდვების 6000%-მდე ზრდა აქვს. ტეილორ სვიფტის მეშვიდე სტუდიური ალბომი, Lover, აღორძინდა გაყიდვებით და სტრიმინგში, კვლავ შევიდა Billboard 200-ის ჩარტის ტოპ 40 რეგიონში, მისი სამი სიმღერა- "Cruel Summer", "Lover" და "False God" - სერიალში მოხვდნენ. სერილს ასევე ჰქონდა სოციალური მედიის მასიური გამოხმაურება, ჰეშთეგით #TheSummerIturnedPretty შეაგროვა 1,3 მილიარდზე მეტი ნახვა TikTok-ზე. სოციალური ანალიტიკური სააგენტო DMS-ის თანახმად, სერიალის შესახებ შეიქმნა 107000-ზე მეტი გლობალური პოსტი, მხოლოდ პრემიერის პირველ შაბათ-კვირას და 725 მილიონი პოტენციური შთაბეჭდილება პლატფორმებზე.[17]

  1. DeVore, Britta. 'The Summer I Turned Pretty': Series Adaptation of Jenny Han's YA Novel Gets Release Date and Love Triangle Poster (April 28, 2022). ციტირების თარიღი: April 29, 2022
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Gomez, Dessi. (June 16, 2022) 'The Summer I Turned Pretty' Cast and Character Guide: Who Plays Who? (Photos). ციტირების თარიღი: June 17, 2022.
  3. 3.0 3.1 Lock, Adam. (June 17, 2022) The Summer I Turned Pretty season 1 – why aren’t the fathers at the summer house?. ციტირების თარიღი: June 17, 2022.
  4. Garrett, Diane. (2022-06-09) ‘The Summer I Turned Pretty’ Author Jenny Han on Becoming a Showrunner for the First Time: ‘It Was a Baptism by Fire’ en-US. ციტირების თარიღი: 2022-06-26
  5. Otterson, Joe. (February 8, 2021) 'To All the Boys' Author Jenny Han Sets 'The Summer I Turned Pretty' Series at Amazon en-US. ციტირების თარიღი: February 8, 2021
  6. Porter, Rick. (February 8, 2021) Jenny Han's 'Summer I Turned Pretty' Lands at Amazon en. ციტირების თარიღი: February 8, 2021
  7. White, Peter. (February 8, 2021) Amazon Orders TV Adaptation Of Jenny Han's YA Novel Series 'The Summer I Turned Pretty' en-US. ციტირების თარიღი: February 8, 2021
  8. Petski, Denise. (June 8, 2022) 'The Summer I Turned Pretty' Renewed For Season 2 By Amazon. ციტირების თარიღი: June 8, 2022
  9. Owen, Rob. (2022-06-17) TV Talk: CMU student stars in ‘Summer I Turned Pretty’ on Amazon Prime en-US. ციტირების თარიღი: 2022-06-26
  10. Petski, Denise. (April 28, 2021) 'The Summer I Turned Pretty': Newcomer Lola Tung To Star; Rachel Blanchard, Jackie Chung & Christopher Briney Also Cast In Amazon Series Adaptation. ციტირების თარიღი: April 28, 2021
  11. Cordero, Rosy. (August 31, 2022) 'The Summer I Turned Pretty' Adds Kyra Sedgwick & Elsie Fisher For Season 2. ციტირების თარიღი: August 31, 2022
  12. Rancilio, Alicia. (June 16, 2022) 'The Summer I Turned Pretty' cast formed bond, star says. ციტირების თარიღი: June 17, 2022
  13. Staton, John (April 29, 2022). „Wilmington-shot Amazon Prime series 'The Summer I Turned Pretty' gets release date“. Star-News. ციტირების თარიღი: April 29, 2022.
  14. Carver, Shea. (April 30, 2022) Amazon's 'The Summer I Turned Pretty' gets release date. Is its return to ILM imminent?. ციტირების თარიღი: June 17, 2022
  15. King, Aidan. (July 26, 2022) [[1]The Summer I Turned Pretty' Season 2 Begins Filming]. ციტირების თარიღი: July 28, 2022[მკვდარი ბმული]
  16. Petski, Denise. (April 28, 2022) 'The Summer I Turned Pretty': Premiere Date Set For Prime Video Series Adaptation Of Jenny Han's YA Novel. ციტირების თარიღი: April 28, 2022
  17. Longeretta, Emily. (2022-06-30) ‘The Summer I Turned Pretty’ Hits No. 1 on Amazon Prime Video, Taylor Swift Songs Re-Enter Top 40 Chart Three Years After Release (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: 2022-07-02