ზაზა ჩაფიჩაძე
იერსახე
ზაზა ჩაფიჩაძე (დ. 10 სექტემბერი, 1962) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ფარმაკოლოგ-კარდიოლოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1988 წლიდან — იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან — ჯანდაცვის სამინისტროს წამლის ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ფარმაკოლოგიური კომიტეტის უფროსი სპეციალისტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „1–4 დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტების შედარებითი შეფასება ჰიპერტონიული დაავადების დროს“, დაიცვა 1997 წელს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამკურნალო პრეპარატების საერთაშორისო სახელწოდებების ცნობარი, თბილისი, მეცნიერება, 1996, გვ. 334 ISBN 5520015538
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000, გვ. 320