ზაზა უერთაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაზა უერთაშვილი (დ. 13 აგვისტო, 1963, თბილისი) — ქართველი ექიმი. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1988–1989 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი, 1989–1998 წლებში დიდი ლილოს საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტი კარდიოლოგიის სპეციალობით, 1998 წლიდან თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების და კარდიომიოპათიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიის პრობლემებს.

1997 წელს დაიცვა, საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ჰიპერტონული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 268

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]