შინაარსზე გადასვლა

ვსევოლოდ კოჩეტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვსევოლოდ კოჩეტოვი
რუს. Всеволод Анисимович Кочетов
დაბადების თარიღი 22 იანვარი (4 თებერვალი), 1912[1] ან 4 თებერვალი, 1912(1912-02-04)[2] [1]
დაბადების ადგილი დიდი ნოვგოროდი
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი, 1973(1973-11-04)[2] [1] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერედელკინო
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი[3] , რედაქტორი, პროზაიკოსი და სამხედრო კორესპონდენტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი მოკლე რომანი
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“, საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 50 წელი“ და ლენინის ორდენი

ვსევოლოდ ანისიმის ძე კოჩეტოვი (რუს. Всеволод Анисимович Кочетов; დ. 22 იანვარი (4 თებერვალი), 1912, ნოვგოროდი — გ. 4 ნოემბერი, 1973, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა მწერალი. სკკპ წევრი (1944).

პირველი ნაწარმოები 1934 წელს გამოაქვეყნა. ომის წლების გამოძახილია კოჩეტოვის მოთხრობები „ნევის სანაპიროს ნანგრევებზე“ (1946), „გარეუბანი“ (1947), „სამხედრო წლების ჩანაწერები“ (1946-1965). სოფლის ცხოვრებას მიუძღვნა მოთხრობა „ვის უნათებს მზე“ (1949), რომანი „სამშობლოს ცის ქვეშ“ (1950) და სხვები. მუშათა კლასის ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა რომანია კოტევიჩის „ჟურბინები“ (1952). აქტუალურ საკითხებს ეხმაურებოდა რომანები „ძმები ერშოვები“ (1958), „საოლქო კომიტეტის დივანი“ (1961) და სხვა.

  1. 1 2 3 Литераторы Санкт-Петербурга. XX век / под ред. О. В. Богданова
  2. 1 2 Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 291–293. — ISBN 5-94848-262-6
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #12855939X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.