ვოსტოჩნაია კოლექცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„ვოსტოჩნაია კოლექცია“ (რუსულად „Восточная коллекция“ [ვოსტოჩნაია კოლლექციჲა] - ქართულად „აღმოსავლური კოლექცია“) — რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის (შემოკლებით РГБ - ერ-გე-ბე) სამეცნიერო-პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალი, რომელიც ყოველკვარტალურად გამოდის.
ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1999 წელს. 2000 წელს ჟუნალის გამოცემა შეწყდა. 2001 წლიდან კვლავ განახლდა ჟურნალის რეგულარული გამოცემა უფრო დაზუსტებული კონცეფციით.
ჟურნალის დევიზია „ჟურნალი ყველასათვის, ვისაც აღმოსავლეთი აინტერესებს“. აქ იბეჭდება კულტუროლოგიური, ისტორიული და რელიგიოლოგიური ხასიათის სტატიები და ესსეები, საარქივო დოკუმენტები, მოგზაურთა ნარკვევები, ინტერნეტ-რესურების მიმოხილვები.
ჟურნალი ვოსტოჩნაია კოლექცია აღმოსავლეთით დაინტერესებულ მკითხველს ხშირად წარმოუდგენს და აცნობს აგრეთვე სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებს, წიგნების კრებულებსა და გამოცემებს, რომელთა შორის დღემდე არაერთი საინტერესო მასალა გამომზეურებულა რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფონდებიდანაც.
პუბლიკაციათა გეოგრაფია მოიცავს რუსეთს, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს. ჟურნალს ყველა ნომერს თან ერთვის რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

სარედაქციო საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავმჯდომარე: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) ა.მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ალექსანდრ კუდელინი (Александр Куделин).

საბჭოს წევრები: როსტისლავ რიბაკოვი (Ростислав Рыбаков), სერგეი კუკუშკინი (Сергей Кукушкин), მიხაილ მეიერი (Михаил Мейер), ნატალია ჟუკოვსკაია (Наталия Жуковская), ტატიანა მეტაქსა (Татьяна Метакса), ალექსანდრ მეშჩერიაკოვი (Александр Мещеряков), ეკატერინა ნიკონოროვა (Екатерина Никонорова), მიხაილ პიოტროვსკი (Михаил Пиотровский, ბორის რიფტინი (Борис Рифтин), ევგენი სატანოვსკი (Евгений Сатановский, მიხაილ ტიტარენკო (Михаил Титаренко), დიმიტრი ფროლოვი (Дмитрий Фролов).
მთავარი რედაქტორი: ალექსანდრ პოლეშჩუკი (Александр Полещук).

რედაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რედაქციის წევრები: იგორ მელანინი (Игорь Меланьин) - მთავარი რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, ირინა გოლუბევა (Ирина Голубева), ნატალია სევერნაია (Наталья Северная), ოლესია სმოლინა (Олеся Смолина), ლეონიდ იაკიმოვიჩი (Леонид Якимович).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]