ვომბატისებრნი
იერსახე
| ვომბატისებრნი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Vombatus ursinus | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Vombatidae (Burnett, 1830 | |||||||||||||
| |||||||||||||
ვომბატისებრნი (ლათ. Vombatidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი ჩანთოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 1 მ, წონა — 40 კგ. გავრცელებული არიან ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიაზე. ცნობილია 2 გვარი: Vombatus და Lasiorhinus. ბინადრობენ უმთავრესად ტყეებში, პატარ-პატარა ჯგუფებად. იკვებებიან ბალახით, ზოგჯერ ჭამენ ხის ქერქსა და ფესვებს, სოკოებს. შობენ 2-3 ნაშიერს. ადგილობრივი მოსახლეობა ბეწვისათვის ანადგურებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 454.