ვლადიმერ წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ წერეთელი
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1947 (1947-08-07) (72 წლის)
ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი

ვლადიმერ წერეთელი (დ. 7 აგვისტო, 1947, ჭიათურა) — ქართველი იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1947 წლის 7 აგვისტოს, ჭიათურაში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1971-1989 წლებში იყო რესპუბლიკის პროკურორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, საქართველოს პროკურორის გამომძიებელი, სამმართველოს პროკურორი, მოსამართლე და თბილისის ვაკის რაიონის პროკურორის მოადგილე. იყო თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე და გლდანის რაიონის მოსამართლე 1989-2000 წლებში. 2002 წლიდან არის საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2006 — სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

მიღებული აქვს რესპუბლიკის პროკურორის 4 მადლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 550, თბ., 2006.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]