ვლადიმერ მინორსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ მინორსკი
დაბ. თარიღი 6 თებერვალი 1877(1877-02-06)[1] [2] ან 5 თებერვალი 1877(1877-02-05)[3]
დაბ. ადგილი კორჩევა
გარდ. თარიღი 25 მარტი 1966(1966-03-25)[1] [4] [5] (89 წელი)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1936–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო აღმოსავლეთმცოდნეობა
მუშაობის ადგილი Institut national des langues et civilisations orientales და SOAS, University of London
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და SOAS, University of London
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ვლადიმერ თედორეს ძე მინორსკი (დ. 5 თებერვალი [ძვ. სტ. 24 იანვარი]. 1877, ვოლგის კორჩევი — გ. 25 მარტი. 1966, კემბრიჯი) — რუსი აღმოსავლეთმცოდნე. 1900 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1903 წელს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი. 1903 წლიდან მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (იმყოფებოდა დიპლომატიურ სამუშაოზე ირანსა და თურქეთში). 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა ირანში (1917-1919), საფრანგეთში (1919-32) და ინგლისში 1932 წლიდან. იყო ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი (1937-იდან). თავისი ფუნდამენტური შრომებით მინორსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანსა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]