ვლადიმერ მერკვილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერკვილაძე.

ვლადიმერ მერკვილაძე (დ. 25 დეკემბერი, 1919, ზემო ჭყეპი — გ. უცნობია) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1978).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1946 წელს სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტსკოლა, 1959 წელს სკკპ ცკ-თან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. 1946-1961 წლებში იყო პარტიულ თანამდებობებზე. 1961-1970 წლებში საქართველოს ცკ-თან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი. 1970-წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკკპ ისტორიის კათედრის პროფესორი.

იკვლევდა კომუნისტური პარტიის ეროვნული პოლიტიკური საბჭოს, ეროვნულ სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და სკკპ ქართული საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის ისტორიის, სახელმწიფოთმცოდნეობის თეორიისა და პრაქტიკის აქტიურ პრობლემებს და სხვა. ავტორია ნაშრომისა „ინტერნაციონალიზმი“ (1977).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]