ვლადიმერ გაბაშვილი
ვლადიმერ გაბაშვილი (დ. 21 მარტი, 1921, თბილისი — გ. 22 ივლისი, 2000, იქვე) — ქართველი ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1994).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წელს დაამთავრა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი.
1943–1945 წლებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო ჯერ პოლკის (ლეგიონი), შემდეგ ბრიგადის უფროსი ექიმი, 1949–1950 წლებში მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე, 1952–1958 წლებში კი მოსკოვში, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, 1958 წლიდან იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1968–1984 წლებში განაგებდა კლინიკურ განყოფილებას, 1984–1989 წლებში იყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1989 წლიდან მრჩეველი.
მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1996 – ღირსების ორდენი
- 1984 – საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია, ეპილეფსიის პრობლემების შესწავლისათვის
- 1980 – საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 517.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 21 მარტი
- დაბადებული 1921
- სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ქართველი ნევროპათოლოგები
- გარდაცვლილი 2000
- გარდაცვლილი 22 ივნისი
- თბილისში დაბადებულები
- თბილისში გარდაცვლილები
- დიდი სამამულო ომის მონაწილეები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- გაბაშვილები