ვლადიმერ ბალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ბალაძე
დაბ. თარიღი 9 აგვისტო, 1952(1952-08-09) (71 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მათემატიკოსი, პედაგოგი, დოქტორი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვლადიმერ ბალაძე (დ. 9 აგვისტო, 1952) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1974-1976 წლებში იყო თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 1976-1980 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის, ალგებრა-გეომეტრიის განყოფილების ასპირანტი. 1980-1983 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასისტენტი. 1983-1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალგებრა-გეომეტრიის კათედრის დოცენტი. 1991-2004 წლებში — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათემატიკის კათედრის დოცენტი, პროფესორი. 1996-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალგებრა-გეომეტრიის კათედრის პროფესორი. 2005-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორის მოადგილედ სასწავლო აკადემიურ დარგში, სრულ პროფესორად. 2006-2007 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორი და სრული პროფესორი. 2008 წლიდან იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. 2012 წლიდან „Zentralblat Mathematical“-ს რეფერენტი. 2013 წლიდან ჟურნალ „Mathematical Reviews“-ს რეფერენტი. 2014 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი მათემატიკაში. 2018 წლიდან „Tbilisi Mathematical Journal“-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2013-2018 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 2018 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტოპოლოგია: სახელმძღვანელო მათემატიკაში, ნაწ. 1, ზოგადი ტოპოლოგიის საფუძვლები, ბათუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტი, 2016, გვ. 285 ISBN 9789941462351
  • ალგებრა და რიცხვთა თეორია, ნაწ. 2, ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბ, 2013, გვ. 388 ISBN 9789941434365

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 13

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]