შინაარსზე გადასვლა

ვიშეგრადული ჯგუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ვიშეგრადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვიშეგრადი (მრავალმნიშვნელოვანი).
ვიშეგრადული ჯგუფის წევრი ქვეყნები

ვიშეგრადული ჯგუფი, ან ვიშეგრადული ოთხეული, ან V4ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის კავშირი, ესენია: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი. კავშირის მიზანია კოოპერაცია და მათი შემდგომი ევროპული ინტეგრაცია. ჯგუფის სახელი ოთხივე ქვეყნის ენაზე არის: Visegrádská čtyřka ან Visegrádská skupina (ჩეხურად); Visegrádi Együttműködés ან Visegrádi négyek (უნგრულად); Grupa Wyszehradzka (პოლონურად); და Vyšehradská skupina ან Vyšehradská štvorka (სლოვაკურად). მას ხანდახან ასევე უწოდებენ ვიშეგრადულ სამკუთხედს, რადგან 1993 წელ ჩეხოსლოვაკიის გაყოფამდე ის წარმოადგენდა სამი სახელმწიფოს ალიანსს.

დასახელება მომდინარეობს 1991 წლის 15 თებერვალს სამი ქვეყნის პირველი პირის მიერ მოწყობილი სამიტიდან, რომელიც შედგა ვიშეგრადის ციხე-სიმაგრეში.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Engelberg, Stephen (17 February 1991). „Three Eastern European Leaders Confer, Gingerly“. The New York Times. ციტირების თარიღი: 11 April 2009.