ვიღაც გიყურებს

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიღაც გიყურებს
ვიღაც გიყურებს.jpg
ფორმატი ტელენოველა
დრამა
რომანტიკა
მისტიკა
კრიმინალი
ავტორი პაბლო ილიანესი,პერლა ფარიასი
მონაწილეობენ დანა გარსია
კრისტიან მეიერი
რაფაელ ამაია
კარლა მონროიგი
დავიდ ჩოკარო
ჯერალდინ ბასანი
ანხელიკა სელაია
ხიმენა დუკე
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 116
კომპანია
ხანგრძლივობა 42/43 წთ
ეთერი
ორიგინალური არხი Telemundo
პირველად ეთერში 8 სექტემბერი, 2010
უკანასკნელად ეთერში 25 თებერვალი, 2011

ვიღაც გიყურებს„Telemundo-ს” 2010-2011 წლების სერიალი. იგი წარმოადგენს 2007 წელს გადაღებული, „TVN”-ის ამავე სახელწოდების სერიალის, ახალ ვერსიას. საქართველოში სერიალი გადიოდა 2011 წელს, ტელეარხის რუსთავი 2 ეთერში, სახელით „ვიღაც გიყურებს”.

სერიალის შინაარსი[რედაქტირება]

ჩიკაგოში სერიული მკვლელობები მომრავლდება. ყოველი მკვლელობა ერთი სცენარით ვითარდება. მკვლელი ქალებს აუპატიურებს, შემდეგ ჰკლავს, გულებს აჭრის და მათ ქილებში ინახავს. მკვლელი კი სერიალის მთავარ გმირებს მიუახლოვდება. ეჭვის ქვეშ სერიალის აბსოლუტურად ყველა მამაკაცი იმყოფება, თუმცა მკვლელი მხოლოდ ერთია!

პიედად ესტევესი ახალგაზრდა ვეტერინარია, რომელსაც უყვარს როდრიგო კინტანა. თუმცა რამდენიმე წლის წინ, მასსა და როდრიგოს შორის უთანხმოება მოხდა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. სერიული მკვლელობები კი სწორედ როდრიგოს გამოჩენის შემდეგ იწყება. პიედადი ასევე უყვარს მის კოლეგას ხულიან გარსია კორეას. ის და როდრიგო ბავშვობის მეგობრები იყვნენ, თუმცა ერთი ქალის სიყვარულმა, ორივენი მოსისხლე მტრებად აქცია. მკვლელი, რომელსაც მეტსახელად მონადირეს ეძახიან, მთავარი გმირებისკენ, მატილდისკენ, პიედადისკენ, კამილასკენ, ტატიანასკენ და ა.შ. მიიწევს. ვინ არის "მონადირე"?

მსახიობები და როლები[რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი
დანა გარსია პიედად ესტევესი
კრისტიან მეიერი როდრიგო კინტანა
რაფაელ ამაია ხულიან გარსია კორეა
დავიდ ჩოკარო ბენხამინ მორანდე
ჯერალდინ ბასანი ტატიანა ვუდი
კარლა მონროიგი მატილდე რალაინი
ანხელიკა სელაია ევა ზანეტი
როდრიგო დე ლა როსა პედრო პაბლო პენიაფიელი
ხიმენა დუკე კამილა ვუდი
იულ ბურკლე მაურისიო ოსტოსი
ეველინ სანტოსი ლუისა კარვახალი
დიანა ფრანკო დოლორეს ”ლოლა” მორანდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]