ხიმენა დუკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხიმენა დუკე
დაბ. სახელი ხიმენა დუკე ხირალდო
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 1985
კალი, კოლუმბია
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
მეუღლე(ები) კარლოს პონსე (2010-დღემდე)
შვილ(ებ)ი კრისტიან კარაბიას დუკე

ხიმენა დუკე (ესპ. Ximena Duque; დ. 30 იანვარი 1985, კალი, კოლუმბია) — კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი. არის ტელემუნდოს მსახიობით, უკეთ ცნობილი სერიალებით „ანელიას სახე“, „ვალერია“, „ვიღაც გიყურებს“, „სახლი მეზობლად“ და „წმინდა სატანა“. ხიმენას ჰყავს მეუღლე კარლოს პონსე და ერთი შვილი, კრისტიან კარაბიას დუკე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიმენა დუკე ხირალდო დაიბადა კოლუმბიის ქალაქ კალიში. იგი 12 წლის იყო, როდესაც დედასთან ერთად გადავიდა მაიამიში საცხოვრებლად. 2003 წელს ტელემუნდოს კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაიწყო მისი კარიერა. მან გაიცნო კრისტიან კარაბიასი. ისინი ერთად ხუთი წელი იყვნენ. ჰყავთ საერთო შვილი კრისტიან კარაბიას დუკე.

ხიმენა მალევე მიიღო მონაწილეობა ტელემუნდოს ტელენოველაში „სხვისი ცოდვები“. 2008 წელს ასევე მონაწილეობა მიიღო ტელემუნდოს საპნის ოპერაში „ანელის სახე“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ელიზაბეტ გუტიერესი. 2009 წელს მიიღო მონაწილეობა ორ ტელენოველაში, რომლებიც მის მშობლიურ ქვეყანაში კოლუმბიაში გადაიღეს. აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სერიალში „ვიღაც გიყურებს“. 2010 წელს სერიალ „სახლი მეზობლად-ში“ ბოროტმოქმედის როლზე დაამტკიცეს. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში „ერთგულების ძალა“. ამ სერიალმა მას დიდი პოპულალობა მოუტანა. 2013 წელს კი მონაწილეობა მიიღო სერიალში „წმინდა სატანა“, სადაც პარტნიორობას გაბი ესპინოს უწევდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიმენა დუკე და კრისტიან კარაბიოსი ერთად ხუთი წელი იყვნენ. მათ ჰყავთ საერთო შვილი კრისტიან კარაბიას დუკე. ხიმენა და კრისტიანი ერთმანეთს მალევე დაშორდნენ. დუკემ მოგვიანებით ტელემუნდოს მსახიობი კარლოს პონსე გაიცნო და 2010 წლიდან მოყოლებული მასთან ერთად არის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]