ვიქტორ გლუშკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ გლუშკოვი
დაბადების თარიღი 24 აგვისტო 1923
დონის როსტოვი რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი 1982 (58 წლის)
მოსკოვი რსფსრ სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პროფესია მათემატიკოსი, კიბერნეტიკოსი
მეუღლე(ები) ვალენტინა გლუშკოვა (გარდაიცვალა 2003 წ.)
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
ლენინური პრემია სსრკ-ის სახელმწიფო პრემია სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ვიქტორ  გლუშკოვი (დ. 24 აგვისტო, 1923, დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 30 იანვარი, 1982, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა მათემატიკოსი, კიბერნეტიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი (1962 წლიდან). უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1962 წლიდან, წევრ-კორესპონდენტი 1958 წლიდან,  წევრი 1961 წლიდან,), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (1964) და „ლეოპოლდინას“ (1970) აკადემიკოსი.

სოციალისტური შრომის გმირი (1969), ლენინური პრემიისა და სსრკ-ს ორი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. უკრაინის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978). სსრკ 8-10 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სკკპ წევრი 1958 წლიდან.

ნაშრომების ავტორი ალგებრაზე, კიბერნეტიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. მისი ხელმძღვანელობით 1966 წელს შეიქმნა პირველი პერსონალური კომპიუტერი სსრკ-ში „MIR-1“. [1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სამთო ინჟინრის ოჯახში. ბავშვობიდან  მძიმე მიოპია ჰქონდა. მოგვიანებით იხსენებდა, რომ სკოლის მერვე კლასის დასაწყისში მან მათემატიკის „საბაზისო უნივერსიტეტის კურსებს დაეუფლა“. თუმცა, მეათე კლასის ბოლოს, სწორედ თეორიული ფიზიკა გახდა ახალგაზრდა გლუშკოვის „მთავარი ჰობი“:

ვიკიციტატა
„მაშინ მივხვდი, რომ ერთ რამეზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი და ავირჩიე თეორიული ფიზიკა, უფრო სწორად, კვანტური ქიმია. და ომი რომ არა, ჩემი სურვილი შეიძლება განხორციელებულიყო.“

1941 წლის 21 ივნისს ოქროს მედალზე დაამთავრა როსტოვის ოლქის მაღაროების N1 საშუალო სკოლა. დიდი სამამულო ომის დაწყებამ ჩაშალა გლუშკოვის გეგმები ჩაებარებინა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე (თუმცა, მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურში არ მიიღეს, მან მოახერხა როსტოვის უნივერსიტეტში შესვლა, საიდანაც მობილიზებული იყო  სანგრების სათხრელად).  გლუშკოვის დედა დახვრიტეს გერმანელმა ოკუპანტებმა 1941 წლის შემოდგომაზე („ ომის შემდეგ გაირკვა, რომ  დედას, რომელიც გახლდათ  შახტის საკრებულოს დეპუტატი,  უღალატა წარმოშობით გერმანელმა სახლის მმართველმა“, - იხსენებდა გლუშკოვი). 1943 წლის დასაწყისში ქალაქ შახტის განთავისუფლების შემდეგ გლუშკოვი მობილიზებული იყო და მონაწილეობა მიიღო დონბასის ქვანახშირის მაღაროების აღდგენაში. [3][4]

1954-55 წლებში გაგზავნეს სასწავლებლად ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთწლიან დოქტორანტურაში. მისი დამთავრების შემდეგ,  1955 წლის 12 დეკემბერს დაიცვა დისერტაცია თემაზე "ტოპოლოგიურად ადგილობრივი ნილპოტენტური ჯგუფები" ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

ამავდროულად, ვ.მ.გლუშკოვი გახდა მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების წევრი.

გლუშკოვის სახელობის მემორიალური დაფა კიბერნეტიკის ფაკულტეტის შენობაზე

1957 წლიდან ის ასევე ასწავლიდა კიევის სახელმწიფო ინივერსიტეტში, სადაც კითხულობდა უმაღლესი ალგებრის კურსს და ციფრული ავტომატების თეორიის სპეციალურ კურსს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1966 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თეორიული კიბერნეტიკის კათედრას, რომელიც იმავე წელს შეიქმნა ფაკულტეტზე. [5]

1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1967-1971), სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1971-1982 წწ.)

1963 წელს დაინიშნა სსრკ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კომიტეტთან არსებული კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური და მათემატიკური მეთოდების სსრკ სახალხო მეურნეობაში დანერგვის უწყებათაშორისი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ . 1964 წლიდან გახლდათ უკრაინის კომუნისტური პარტიის კიევის რეგიონალური კომიტეტის წევრი. [6]

1967 წელს კიევში, აკადემიკოს გლუშკოვის ხელმძღვანელობით,  უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში მოეწყო მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის კათედრა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

1973 წლიდან გახლდათ სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და კონტროლის სისტემების სამეცნიერო საბჭოს  და უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.  1973 წელს ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ გამოცემისას, გლუშკოვს დაუკვეთეს, რომ დაეწერა სტატია კიბერნეტიკის შესახებ.

1974-1975 წწ გამოიცა ორტომეული "კიბერნეტიკის ენციკლოპედია", გამოცემის ინიციატორი, ავტორთა გუნდის ორგანიზატორი და მთავარი რედაქტორი ვიქტორ  გლუშკოვი გახლდათ.

გლუშკოვი იყო გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი კიბერნეტიკაში. იგი გახლდათ სსრკ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ლენინური და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცული იყო ორასზე მეტი საკანდიდატო და ორმოცდაათზე მეტი სადოქტორო დისერტაცია.[7][8][9]

ვიქტორ გლუშკოვი  700-ზე მეტი ნაშრომის ავტორია.

1981 წლის შემოდგომაზე გლუშკოვის ჯანმრთელობა გაუარესდა. ის მკურნალობდა „ფეოფანიაში“ (კიევი), საიდანაც  გაგზავნეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. იქ გარდაიცვალა 1982 წლის 30 იანვარს. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Victor Glushkov in Great Soviet Encyclopedia
  2. В. М. Г л у ш к о в (რუს.)
  3. Peters, Benjamin (2016). How Not to Network a Nation: The Uneasy History of the Soviet Internet. The MIT Press. ISBN 9780262034180.
  4. The history of the MIPT Division in Kyiv Archived 2007-08-14 at the Wayback Machine
  5. Кафедра теоретической кибернетики დაარქივებულია 3 ივნისი 2008 Wayback Machine (უკრ.)
  6. Malinovskiĭ, BN (1993). Academician V. Glushkov (რუს). Kyiv: Naukova Dumka ISBN 5-12-003983-9.
  7. Victor Glushkov. Site RAS
  8. Ходаков В. Е. Научные школы компьютеростроения: история отечественной вычислительной техники. — Херсон: Из-во ХНТУ, 2010. — С. 98. — 197 с. — ISBN 9789668447822.
  9. За заслуги в развитии советской науки и в связи с 250-летием Академии наук СССР.