ვილდშპიცე
იერსახე
| ვილდშპიცე | |
|---|---|
ვილდშპიცე | |
| კოორდინატები: 46°53′07″ ჩ. გ. 10°52′02″ ა. გ. / 46.88528° ჩ. გ. 10.86722° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ეცტალის ალპები |
| სიმაღლე | 3768 მ |
| პირველი ასვლა | 1848 |
ვილდშპიცე (გერმ. Wildspitze) — მთა ავსტრიაში. ეცტალის ალპების უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3768 მ. ჩრდილოეთით მდებარეობს მყინვარი ტაშახფერნერი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მყინვარი როფენკარფერნერი. აქვს ორი მწვერვალი: სამხრეთი (3768 მ) და ჩრდილოეთი (3765 მ). ვილდშპიცე პირველად დაიპყრეს 1848 წელს.