ვიქტორას კუპრიავიჩუსი
ვიქტორას კუპრიავიჩუსი | |
---|---|
ვიკტორას კუპრიავიჩუსი 1983 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 27 იანვარი, 1901[1] |
დაბ. ადგილი | ტიოპლი სტანი, სამარის ოლქი, რუსეთი |
გარდ. თარიღი | 1 აპრილი, 1992 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | კაუნასი |
დასაფლავებულია | Petrašiūnai Cemetery |
საქმიანობა |
კომპოზიტორი პედაგოგი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | კარილიონი |
ვიქტორას კუპრიავიჩუსი (ლიეტ. Viktoras Kuprevičius; დ. 27 იანვარი, 1901, სოფელი ტიოპლი სტანი, ამჟამად სამარის ოლქი — გ. 1 აპრილი, 1992) — ლიტველი კომპოზიტორი და კარილიონზე დამკვრელი. ვიქტორ კუპრევიჩისა და გედრიუს კუპრიავიჩუსის მამა.
1921–1924 წლებში სწავლობდა კაუნასის მუსიკალურ სკოლაში (მომავალი კაუნასის კონსერვატორია), 1923–1943 წლებში მუშაობდა კაუნასის საქალაქო მუზეუმში. 1943–1951 წლებში კაუნასის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (კონცერტმაისტერი, დირიჟორი, მუსიკალური ხელმძღვანელი) იყო და იმავდროულად 1946–1950 კაუნასის უნივერსიტეტში ასწავლიდა.
ავტორია ოპერისა „კალია და ჭიანჭველა“ (ლიეტ. Žiogas ir skruzdės), ოპერეტების „ფრინველთა კონცერტი“ (Paukščių koncertas, ლიბრეტო პიატრაცა ბაბისკასასთვის), ბალეტის „მწყემსი ქალი და მესტვირე“ (Piemenaitė ir kaminkrėtys) და სხვა.
განსაკუთრებული პოპულარობა მოუხვეჭა კაუნასის კარილიონთან მუშაობამ, რომელიც მისივე ინიციატივით იქნა აღდგენილი 1956 წელს ვიტაუტას დიდის სამხედრო მუზეუმის სამრეკლოში. 1957 წელს კუპრიავიჩუსმა მასზე კონცერტების გამართვა დაიწყო. ეს ხელობა თავის უმცროს ვაჟს ჰედრიუსსაც შეასწავლა.
1991 წელს კუპრიავიჩუსს მიენიჭა კაუნასის საპატიო მოქალაქის წოდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკტორას კუპრიავიჩუსი დაარქივებული 2018-09-08 საიტზე Wayback Machine.
- კუპრიავიჩუსის დისკოგრაფია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვიკტორას კუპრიავიჩუსი, upclosed.com