ვიკიპედია:Microsoft Lumia/საკონკურსო/20150606142951/Microsoft Talo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Microsoft Talo“

დავით ასრიაშვილი
Microsoft Talo
Microsoft Talo - ზედხედში

Microsoft TaloMicrosoft Mobile-ის სათავო ოფისია (ყოფილი Nokia Corporation-ის ნაწილი), რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოს კეილანიემის რაიონში მდებარეობს.

შენობის წინა სახელი იყო The Nokia House (ნოკიას სახლი). შენობის ორი სამხრეთით მდებარე ნაწილი 1990-იანი წლების დასაწყისში აშენდა, ხოლო მესამე ჩრდილოეთი ნაწილი კი 2000 წელს. ოფისში დაახლოებით 5000-მდე თანამშრომელი მუშაობს.

2012 წლის დეკემბერში, Nokia-მ განაცხადა, რომ მან თავისი სათავო ოფისის შენობა 170 მილიონ ევროდ ხანგრძლივი ლიზინგის წესით გაყიდა[1].

2014 წლის აპრილში Microsoft-ის მხრიდან Nokia-ს მოწყობილობების ბიზნესის შეძენის დასრულების შემდეგ, შენობამ ახალი სახელი მიიღო: Microsoft Talo.[2][3]

რესურსები ინტერნეტში[წყაროს რედაქტირება]