ვიკიპედია:Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოკლედ

ლიცენზიაში არსებული წესები და პირობები, რამდენადაც ის ხელშეკრულებად შეიძლება განიმარტოს, სახელშეკრულებო თავისუფლების ნაწილს წარმოადგენს და არ არის პირდაპირ აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

1. ტერმინთა განმარტებები და კანონმდებლობასთან შესაბამისობა

ტერმინი კანონმდებლობასთან შესაბამისობა საკანონმდებლო საფუძველი
ადაპტირებული მასალა შესაბამისობაშია კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი
ადაპტაციის განმახორციელებლის ლიცენზია შესაბამისობაშია კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი
ეფექტური ტექნოლოგიური ღონისძიებები შესაბამისობაშია კანონის მე-2 მუხლი
ლიცენზირებული მასალა შესაბამისობაშია კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი
ლიცენზიანტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით მხოლოდ ფიზიკური პირი არის ნაწარმოების ავტორი, ცალკეულ შემთხვევაში იურიდიულ პირს აქვს ნაწარმოებთან დაკავშირებით გარკვეული უფლებები. კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. მე-10 მუხლის მეორე პუნქტი. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. მე-4 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი. მუხლი 11. მუხლი 15. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
თქვენ შესაბამისობაშია კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი.

2. ჩარჩო და 3. პირობები

ლიცენზიის აღნიშნული ნაწილები ეხება ლიცენზიის ავტორის პირად და ქონებრივ უფლებებს.

ქონებრივი უფლებები წარმოადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების ნაწილს. რაც შეეხება პირად უფლებებს, ლიცენზია არ ზღუდავს ავტორს და ავალდებულებს ადაპტირებული მასალის გამოყენების პროცესში, ლიცენზიით დადგენილი პირობებით მიუთითოს წყარო, გაავრცელოს ნაწარმოები იმავე სალიცენზიო პირობებით და სხვა.

4. Sui Generis მონაცემთა ბაზის უფლებები

მონაცემთა ბაზის ავტორი კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით სარგებლობს დამატებით უფლებებით. თუმცა, აღნიშნული უფლებები სახელშეკრულებო თავისუფლების პროცესში შესაძლოა შეიცვალოს.

5. უარი გარანტიებზე და პასუხისმგებლობის შეზღუდვა

დასახელებული პირობები დამახასიათებელია ანგლო-ამერიკული საერთო სამართლის მქონე ქვეყნებში არსებული კანონმდებლობისთვის. ისინი წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რადგან საკითხთან დაკავშრებით პირდაპირი შეზღუდვა არ მოქმედებს. მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებაში ნებისმიერი პირობის გათვალისწინება, რაც კანონმდებლობით აკრძალული არ არის. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სამართლის ზოგადი ნორმებით მოხდეს აღნიშნული ნორმებისგან განსხვავებული დარეგულირება, რასაც ითვალისწინებს თვითონ წარმოდგენილი პირობებიც. მაგალითად, კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი) შესაძლოა მხარეს მაინც დაეკისროს პასუხისმგებლობა მიუხედავად დასახელებული ნორმისა. ამის წინასწარ განჭვრეტა დამოკიდებულია სამომავლოდ კონკრეტულ გარემოებებზე.

6. ლიცენზიის მოქმედების ვადა და შეწყვეტა, 7. სხვა წესები და პირობები, 8. განმარტებანი

აღნიშნული ნაწილები პირდაპირ მიუთითებს საავტორო უფლების მოქმედების ხანგრძლივობაზე. დანარჩენი პირობები სახელშეკრულებო შეთანხმების საგანია და საქართველოს კანონმდებლობით არ არის შეზღუდული.

ხელშეკრულების ფორმა — შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. კანონმდებლობა ელექტრონულად დადებულ ხელშეკრულებას უთანაბრებს წერილობითი ფორმის დაცვასთან, რომელიც სავალდებულოა სალიცენზიო ხელშეკრულებებისთვის. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონის) 42-ე მუხლის მიხედვით, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. ხოლო „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ელექტრონული დოკუმენტი უთანაბრდება წერილობით მატერიალურ დოკუმენტს.

იხილეთ აგრეთვე

ეს გვერდი შექმნილია ვიკიმედია საქართველოს ინიციატივითა და მხარდაჭერით.