ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2020/განხილვა:ვლადიმერ ჩალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ანსამბლზე სტატია არის. ცალკე ერთ-ერთ მომღერალზე (რომელიც არ არის ცალკე ცნობილი) სტატია მისაღებია? ჩემი აზრით არა. გიო ოქრო 17:46, 30 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რადგან ბითლზის შესახებ უკვე წერია ჯონ ლენონიზე აღარ დავწეროთ, თუ როგორაა ჩვენი საქმე? ან თბილისის დინამოზე თუ ვწერთ, მაგალითად ჯაბა დვალზე სტატია უნდა წაიშალოს? სტატია უბრალოდ გასამართია--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:31, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცნობადობაა აქ მთავარი. ვიკიპედიის ცნობადობის კრიტერიუმებში არც ჯდება (ქართულად მიხეილი თარგმნის, ინგლისურა შეგიძლიათ იხილოთ). გიო ოქრო 16:38, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ანსამბლ ჩვენებურებს აქვს ცნობადობა და როგორც თქვით ამ ანსამბლზე გვაქვს სტატია და მისი სოლისტის მიმართ ავტომატურად მოქმედებს ანსამბლის ცნობადობის გავლენა. ინგლისურად რა კრიტერიუმებიცაა ის გამოიყენონ ინგლისურენოვან ვიკიპედიაში. ეს ქართულენოვანი ვიკიპედიაა და როცა გვექნება წაშლის შიდა კრიტერიუმები და ცნობადობის საკითხი დანარჩენზე შემდეგ ვიმსჯელოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:46, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე ავტომატურად არ მოქმედებს არაფერი. მსგვსი განსაზღვრება ვიკიში არ არსებობს. კრიტერიუმთა დიდი ნაწილი თარგმნილია და გაეცანით, იგივეა ყველაფერი. გიო ოქრო 16:54, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
და განხილვის დასრულებამდე თარგის ამოღება რომ არ შეიძლება უკვე გითხრეს, მგონი. გიო ოქრო 16:57, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ ანსამბლი ცნობილია, თუ ჯგუფი ცნობილია, თუ ფეხბურთის გუნდი ცნობილია, თუ პარლამენტი ცნობილია, მათი წევრების შესახებაც უნდა დავწეროთ, რადგან თითოეული ეს ადამიანი ქმნის და განსაზღვრავს ამ ინსტიტუციების, ორგანიზაციების, ანსამბლებისა თუ ჯგუფების ცნობადობას და პოპულარობას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მოერიდოთ ამ თარგების ასე უმართებულოდ გამოყენებას. ამ სტატიის წაშლის განსაზღვრებაც არ არსებობს ქართულ ვიკიპედიაში. სტატია ოქტომბერშია შემოტანილი და წაშლის თარგი უსასრულოდ ვერ იქნება, მითუმეტეს რომ სტატია დავამუშავე და როგორც ჩანს განხილვაშიც სტატიის შემოტანიდან დღემდე მხოლოდ მე და თქვენ მივიღეთ მონაწილეობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:04, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
განხილვა მიდის და ამოღება არის წესები დარღვევა. ცნობადობის კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს განსაზღვრა და არა პირადი შეხედულებით. კრიტერიუმების ძირითადი ნაწილი არის. გიო ოქრო 17:06, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, პირადი შეხედულება არის ეს - ,,ცალკე ერთ-ერთ მომღერალზე (რომელიც არ არის ცალკე ცნობილი) სტატია მისაღებია? ჩემი აზრით არა”. მხოლოდ შენი აზი არ წყვეტს აქ სტატიების არსებობას. ვიმეორებ, სტატია შემოვიდა 30 ოქტომბერს, დავამუშავე 4 დეკემბერს. გავასწორე არსებული ხარვეზები და მისი წაშლის საფუძველი არ გაქვთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:12, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
წაშლის საფუძველია ის კრიტერიუმები, რომლებიც ამ განხილვის დაწყების მერე ითარგმნა. მანამდე, როდესაც არ იყო, ვერც მივუთითებდი კრიტერიუმს. არც თქვენი აზრი წყვეტს :) კრიტერიუმებში თუ არ ჯდება, წაიშლება (ამ წუთას ნამდვილად არ ჯდება). თარგი დააბრუნეთ, დასრულებამდე არ შეიძლება ამოღება. გიო ოქრო 17:16, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, ამჯერად რის საფუძველზე ითხოვ სტატიის წაშლას? შეგიძლია ჩამოაყალიბო შესაბამისი არგუმენტი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:28, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არ აკმაყოფილებს ცნობადობის კრიტერიუმებს. იხ. მომხმარებელი:MIKHEIL/ვიკიპედია:ცნობადობა (ხალხი). გიო ოქრო 17:32, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, რომელი არგუმენტი ამოკითხე აქ, იქნებ მე ვერ ვნახე. აბა იქნებ აქვე ჩააკოპირო შესაბამისი ტექსტი. რა წერია აქ ,,გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებზე”, კერძოდ შემსრულებლების შესახებ? სამაგიროდ მე ამოვიკითხე ”შემოქმედ პროფესიონალებში”, რომ დასაშვებია, თუ ,,პიროვნების ნამუშევარი (ან ნამუშევრები) ქცეულა: (a) მნიშვნელოპან მონუმენტად, (b) მნიშვნელოვანი გამოფენის ნაწილად, (c) ქცეულა მნიშვნელოვანი კრიტიკული განხილვის საგნად ან (d) წარმოდგენილია რამდენიმე ცნობადი გალერეისა და მუზეუმის კოლექციაში”. ამ პიროვნების ნამუშევრად ამ კონკრეტულიდან ანსამბლი ჩვენებურები და მათი შემოქმედება უნდა მივიჩნიოთ, თუ მაგასაც წასაშლელად მიიჩნევ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:51, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
შემოქმედ პროფესიონალებში მომღერლები არ შედიან ამ შემთხვევებში. „გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები“ ცალკე სექციაა. იხ. ასევე en:Wikipedia:Notability (music). გიო ოქრო 18:11, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მერამდენედ შეიძლება გავიმეორო რომ ეს ქართული ვიკიპედიია? პირველად რაც დამილინკეთ სად ნახეთ ჩემს კითხვაზე პასუხი? ვიდრე პასუხს გამცემთ ლინკებით თავად კითხულობთ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:15, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიმეორებ, გიორგი, ამჯერად რის საფუძველზე ითხოვ სტატიის წაშლას? შეგიძლია ჩამოაყალიბო შესაბამისი არგუმენტი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:17, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არგუმენტების გაგება თუ არ გსურთ, ეგ სხვა თემაა. მითითებულია კრიტერიუმები, რომელშიც თქვენ არასწორად (ალბათ უნებლიედ) სხვა კატეგორიაში (თუკი ასე შეიძლება ითქვას) შეიყვანეთ ეს ადამიანი. იგი შედის „გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები“-ში, სადაც ვკითხულობთ: (2) ჰყავთ მოყვარულების ფართო წრე, ხშირ შემთხვევაში - „კულტი“; (3) გასართობი ინდუსტრიის ამა თუ იმ სფეროში შეიტანეს უნიკალური წვლილი. ამათგან რომელი შეესაბამება ამ პიროვნებას? მუსიკოსებზე ასევე არის დამატებითი გვერდი, რომელიც უბრალოდ სათარგმნია და ამიტომ დავლინკე. თვითონ ეს კრიტერიუმებიც ინგლისურიდან ითარგმნა. და ქართული ვიკიპედია რომაა ეგ ვიცით 😊, უბრალოდ მსგავსი ტიპის გვერდები ინგლისურიდან ითარგმნებოდა აქამდეც და ახლაც ასეა :) გიო ოქრო 18:23, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვთქვათ და ეს მივიჩნიე თქვენს არგუმენტად, როგორ ფიქრობთ ეს არგუმენტი თქვენს აზრს ამყარებს, თუ ჩემსას? ,,(2) ჰყავთ მოყვარულების ფართო წრე, ხშირ შემთხვევაში - „კულტი“; (3) გასართობი ინდუსტრიის ამა თუ იმ სფეროში შეიტანეს უნიკალური წვლილი”. აქ საუბარია ცალკეულ პიროვნებაზე, ეს პერსონა ანსამბლის წევრია, რომელ ანსამბლსაც სწორედ რომ ჰყავს მოყვარულების ფართო წრე, და გასართობი ინდუსტრიის ამა თუ იმ სფეროში (კერძოდ მუსიკაში, ფოლკში) შეიტანეს უნიკალური წვლილი. ეს პიროვნება (კოლეგებთან ერთად) არის ამ ანსამბლის წევრი და ანსამბლის წარმატება, სახელი, პოპულარობა მათი წევრების ერთობლივი პროდუქტია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:30, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხოდა ამიტომ სტატია გვაქვს ანსამბლზე. თუკი პიროვნებაზე ცალკე სტატია იწერება, მან ეს კრიტერიუმები ცალკე უნდა დააკმაყოფილოს და არა ანსამბლთან ერთად. ასე რომ, — ჩემსას. გიო ოქრო 18:34, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა, ამიტომ, თუ ანსამბლი აკმაყოფილებს ცნობადობის კრიტერიუმებს, მაშასადამე მისი შემქმნელებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, როგორც ანსამბლის შემქმნელები და სოლისტები. წყარო არის, სტატია არის, ანსამბლი ცნობადია, პოპულარულია, მის სოლისტზე (ანსამბლის წევრზე) სტატია საჭიროა, როგორც ფეხბურთის გუნდის წევრებზე და სხვა მსგავსი პოპულარული გაერთიანების წევრებზე. ვფიქრობ განხილვა დასრულებულია ერთი თვეზე მეტი დროის შემდეგ. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:39, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეგ საიდან მოიტანეთ, რომ „თუ ანსამბლი აკმაყოფილებს ცნობადობის კრიტერიუმებს, მაშასადამე მისი შემქმნელებიც აკმაყოფილებენ“? მაგიტომაა კრიტერიუმები, რომ ყველა სტატიამ უნდა დააკმაყოფილოს იგი. ანსამბლი აკმაყოფილებს, ცალკე პიროვნება — ვერა. ამიტომ წასაშლელია. გიო ოქრო 18:43, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ფეხბურთელებს რაც შეეხება — მოქმედ სპორტსმენებზე სტატიებს ვწერთ. გიო ოქრო 18:47, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
იქიდან მოვიტანე საიდანაც თქვენ მოიტანეთ, რომ ცნობილი ანსამბლის (ჩვენებურების) წევრზე (ვინც თავისთავად ამ ანსამბლის ცნობადობის ერთ-ერთი შემქმნელია) სტატია არ უნდა იყოს. ახლა კი მოვრჩეთ. თუ ვინმეს რამის დაწერა უნდა დაწერს. ჩვენი განხილვა დასრულებულია. სტატია გავმართე, წყარო აქვს, ანსამბლი ცნობადია. პიროვნება მოქმედი ანსამბლის მოქმედი წევრია.:))--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ანსამბლზე უნდა იყოს. ანსამბლი არის ამ პიროვნებათა ერთობა და ისინი ერთად ქმნიან ცნობადობას და ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ცალ-ცალკე თუკი გვსურს დაწერა, მაშინ მათ ეს კრიტერიუმები ცალ-ცალკე უნდა დააკმაყოფილონ, რასაც ვერ აკმაყოფილებენ. ასე რომ, განხილვა დასრულებული არ არის. სპორტსმენი და მომღერალი სხვა და სხვაა, შესაბამისად კრიტერიუმებიც :) გიო ოქრო 18:59, 4 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ორი თვეა სტატიას წაშლის თარგი უზის. გავასწორე სტატია, გავმართე, ამოვიღე ეგ თარგი და ისევ ჩასვეს. კიდევ რამდენი ხანი შეიძლება ლოდინი? ამ თვეების განმავლობაში თუ სხვასაც უნდოდა განხილვაში მონაწილეობა მიიღებდა. ყველა არგუმენტი წერია რატომ არ უნდა წაიშალოს. კიდევ კითხვა მაქვს, როგორც ერთ-ერთ რედაქტორს, შემმოწმებელს, ასეთ დროს მაქვს თუ არა უფლება ამოვიღო ეს თარგი? და თუ მაქვს უფლება ხელს რატომ მიშლიან?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:59, 22 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ასეთ დროს განხილვას კონკრეტული ვადები არ აქვს. პირველ ყოვლისა, მე არ გახლავართ ამ დარგის წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ მომღერლის შემოქმედებაზე ვერ ვისაუბრებ. იქნებოდა ეს ჩემი სფერო გაგცემდით ამომწურავ პასუხს. სტატია აკადემიური წყაროების ნაკლებობას განიცდის, Youtube-ი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი წყაროა. თემის მნიშვნელოვნება წყაროებში უნდა აისახებოდეს. დაჟინებით გირჩევთ სტატია ააწყოთ სქოლიოებზე. თუ სტატიის თემა მნიშვნელოვანია, საჭიროა ობიექტური მტკიცებულებები თუნდაც მიუკერძოებელი აკადემიური წყაროების სახით. გვაქვს ასეთი სტატიაში ? არა. ამიტომ არის კამათი. იქნება აკადემიური წყარო ? პრობლემაც უმალვე გაქრება. სიმართლე რომ ვთქვათ, სტატიის მნიშვნელოვნება ვერ მტკიცდება არარსებული ობიექტური წყაროების გამო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ წყაროებში ვერ მტკიცდება. იგივე სიტუაცია იყო ირაკლი ჯინჯოლავასთან მიმართებაში. ანუ მნიშვნელოვნება მტკიცდება წყაროებით და არა აფილირებული მოვლენებით. შესაძლოა ადამიანი მართლაც ცნობილია, მაგრამ ეს კრიტერიუმი ზეპირად არ უნდა გადმოიცემოდეს, ყოველივე უნდა ჩანდეს წყაროებში. ვიკიპედიაში არსებობს წყაროების მითითების გაიდლაინი. გთხოვთ, რომ გადახედოთ. - OTOGI Messages 13:03, 22 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

წაიშალა აკადემიური წყაროების არარსებობის გამო. - OTOGI Messages 11:51, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]