ვიკიპედია:ციტატები/არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"როცა აწმყოში სატრაბახო არაფერი აქვთ, წარსული საქმეებით ტრაბახობენ." ციცერონი

"რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება. ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ." იდიოტი, თ. დოსტოევსკი.

"კიდევ ერთი ესეთი გამარჯვება და დავიღუპე" - პიროსი ეპიროსიდან

"ALEA IACTA EST" - "წილი ნაყარია"

წარმოთქვა იულიუს კეისარმა მდინარე რუბიკონის გადაკვეთის წინ ძვ. წ. 49 წლის 10 იანვარს.

"VENI VIDI VICI" - "მივედი, ვნახე, გავიმარჯვე"

ასე აღწერა იულიუს კეისარმა პონტოს სამეფოს წინააღმდეგ ლაშქრობა.

"ხელოვანმა უნდა აირჩიოს მოკლე მხედველობა კაცობრიობისა, რომლის სამოძღვრებოდაც იგი წერს და არა ღრმა განმჭვრეტელობა ყოვლისშემძლე ძალისა, ვისგანაც იგი თვითონ სწავლობს." ფრიდრიხ შილერი.

"არ მეგონა, რომ ადამის მოდგმისთვის უსაჭიროესი ხე ტყუილუბრალოდ იქნებოდა დარგული. რატომ ენდომებოდა მამაზეციერს უვიცთა და ბრიყვთა თაყვანისცემა? განა არ უნდა ეცნოთ კეთილი და ბოროტი, რათა კეთილს შედგომოდნენ და ბოროტი განეგდოთ?" თეთრი კურო, ვოლტერი.

"ამ პირამიდებიდან ჩვენ 40 საუკუნე გადმოგვყურებს" - ნაპოლეონ ბონაპარტი