ვიკიპედია:ყავახანა/2006 01-03

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ ინახება ყავახანის არქივი 2006 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით. თუ რაიმე დისკუსია აქ ვერ მოძებნეთ, იხილეთ თემატური არქივები

მოდერატორების/რედაქტორების/ცენზორების საყურადღებოდ

შევიტანე დამატებები ო.იოსელიანისა და ს.ზურაბიშვილის შესახებ სტატიებში. ჩემს მიერ დამატებული ინფორმაცია სავსებით ობიექტურია, მიუკერძოებელია, დოკუმენტებზეა დაფუძნებული და ასახავს ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში რეალურად არსებულ მიმდინარეობებს (რომლებიც სამწუხაროდ არსებობდნენ და არსებობენ).

ჩემს მიერ დამატებული ფაქტები ობიექტური რეალობაა ბატონებო და ქალბატონებო. ეს ფაქტებია და არა რაიმე მიკერძოება და ნუ ინებებთ ამ ინფორმაციის მოსპობას. თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნები გაქვთ - კონკრეტულად მომმართეთ და საჭიროების შემთხვევაში მე თვით შევასწორებ...

--ბპგ 17:23, 6 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვიკის ეთიკის უხეში დაღვევის მაგალითი

ჩემს მიერ წამოწყებული სტატია სახაროვზე, რომელშიც მხილებული იყო მისი არაკაცული საქციელი საქართველოს მიმართ - ვიღაცას მოუსპია და ჩაუნაცვლებია სხვა სტატიით - სანამ შეიძლება ასეთი თავხედი ჩარევები? თუ ვისმეს რამე არ მოსწონს სტატიაში და აქვს მისი გადაკეთების ან რედაქტირების სურვილი - ეს უნდა განხილვით და კოლეგიალურად გაკეთდეს!

ზვიად გამსახურდიას დაჟინებით იმას აწერდნენ და აწერენ რაც არასოდეს არ უთქვია („საქართველო ქართველებისათვის“) და სახაროვს კი დაჟინებით უფარავენ და უმარხავენ იმას რაც არა თუ თქვა არამედ იდეოლოგიად აქცია („საქართველო მცირე იმპერიაა“)! სანამდე შეიძლება ასეთები ხდებოდეს? რახან ზვიადი პატარა ერის შვილი იყო და ვერავინ გამოესარჩლება სახაროვისაგან განსხვავებით?

უკიდურესად აღშფოთებული ვარ და უკიდურეს პროტესტს გამოვთქვავ !!! --ბპგ 07:13, 17 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

уважаемые грузинские википедисты!в последнее время участились безответственные действия и высказивания со стороны тех потребителей,которые замуровались в своих закордонных избушках.уже невыносимо слушать,да и смотреть на тех прогнившихся маргиналов,которые высмейваются над всем национальным.обнадеживает безмолвие администраторов,но обеспокоение вызивает лингвистический экстремизм некоторых участников(это касается и участника из филадельфий).попрошу вас всех,проявите взаймоуважение и толерантность.теперь,что касается свободы мыслевыражения,хочу добавить,что изуродование исторических событий не является выражением мысли,как на то настаивают некоторые участники.им следует знать,что собственную позицию могут изложить где угодно,хоть в уолл-стрит джорнэл,но т.к.википедия является энциклопедией,тут следует подходить более ответственно ко всем вопросам,особенно к тем,которые касаются ближайшей истории Грузии.в заключение,хочу выразить свою благодарность всем участникамм грузинской википедии,независимо от их вероисповедания и политического вкуса(гансакутребит габутул админебс)и хочу пожелать вам дальнейших творческих успехов.с уважением Bachana 09:07, 18 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ქართულად აჯობებდა თქვენი აზრის გამოთქმა - ზოგს უკვე დაგვავიწყდა რუსული... --ბპგ 15:33, 18 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]


Pour l'illustration de "l'extremisme linguistique" du moderateur de Philadelphie, veuillez s'il vous plait voir la page de l'utilisateur. - Alsandro 14:26, 30 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ახალი პოლიტიკური შეფასება

ალბათ პოლიტიკური სტატიების ავტორებმა და რედაქტორებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ახალი/განახლებული პოლიტიკური კონცეპცია...

2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს.

სააკაშვლის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის"“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ.

სააკაშვილის ეს უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და გამსახურდიას დროინდელი ფაშიზმი“.

ალბათ ამის შემდეგ უნდა შეწყდეს დემაგოგია საქართველოში „ეთნიკური კონფლიქტების“ შესახებ და ეს საკითხები განხილული უნდა იქნას სწორი კუთხით - საქართველო-რუსეთის კონფლიქტის კუთხით, გამოუცხადებელი რუსეთ-საქართველოს ომის კუთხით, როდესაც რუსეთი ცრუ „ეთნიკური კონფლიქტების“ გაჩაღებით ანუ „ეთნიკური კონფლიქტების“ ნიღბით რეალურად ახდენდა საქართველოს ტერიტორიების ანექსიას!!!

--ბპგ 06:54, 15 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ტექსტი

Саакашвили убежден, что имеет место «попытка открытой аннексии Грузии». Но, заметил он, весь мир должен знать, что творится в Абхазии и Южной Осетии, и «с каким феноменом мы имеем дело». По его словам, никаких этнических конфликтов у Грузии с Абхазией и Южной Осетией не существует, а идет «территориальный конфликт с дележкой постимперской территории». http://www.rosbalt.ru/2006/2/15/243756.html

საქართველოს პარლამენტმა 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე 179 ხმით მიიღო დადგენილება "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციის მსვლელობის შესახებ". ამდენად სამხრეთ ოსეთის ოლქი ოფიციალურად „ყოფილ ოლქად“ ითვლება. http://newsgeorgia.ge/news.html?nws_id=510166

ფრაზების "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი" ან "ქართულ-ოსური კონფლიქტი" გამოყენება აკრძალულია

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები - ეთნოკონფლიქტები არ არის. მე ვკრძალავ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორებიცაა "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი" ან "ქართულ-ოსური კონფლიქტი", რადგან ეს ტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც პოსტიმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული" (ნ.სააკაშვილი)...

ხახვი არ დაგვაჭრას ყურზე

ხახვი არ დაგვაჭრას ყურზე. არავის აქვს უფლება აზრის გამოხატვა აგვიკრძალოს, თუნდაც "ეროვნული" მოსაზრებებით. Alsandro 15:38, 16 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

პასუხი ყურებზე ხახვის დაჭრაზე - აზრის გამოხატვის წესი

ვიკიპედიის „კანონებით“ არავის აქვს ვიკიპედიაში „საკუთარი აზრის“ გამოხატვის უფლება - აზრები აუცილებლად „მიუკერძოებელი“ უნდა იყოს - ანუ ეთანხმებოდეს ზოგადად მიღებულ, აპრობირებულ, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოსაზრებებს... ანუ უნდა იყოს ზოგადი ფარისევლობის ჩარჩოებში - რომელსაც ახლა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება კარნახობს (რომელსაც თავის მხრივ ევროამერიკა კარნახობს)!

Alsandro - სწორი ბრძანდებით - ფილადელფიაში ყურებზე ხახვს ვერავინ დაგაჭრით... საქართველოში კი - რა მოგახსენოთ (თქვენზე „მაგარი“ ბიჭებისათვის აღმოუჩენიათ ჯიბეში ნარკოტიკები - ან მათი ნათესავ-მეგობარ-გულითსაყვარელთათვის)...

თუმცა თქვენ არ ხართ იმ ზომის ფიგურა, რომ ხელი გაისვარონ - ეგაა თქვენი „ყურებზე ხახვდაუჭრელობის“ მთავარი გარანტია  ;) --ბპგ 05:43, 17 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

getanxmebit, es (bolo) garemoeba chemtvis dzalze damamshvidebelia. :)) Alsandro 14:31, 30 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

კიდევ განმარტება ეთნოკონფლიქტებზე - ავტორებისა და რედაქტორებისათვის

ეთნოკინფლიქტების ასპექტში სააკაშვილის მსჯელობები სულ უფრო სწორი მიმართულებით მიდის: ეთნოკონფლიქტები საქართველოში არ ყოფილა, არ არის და არ იქნება - ომი სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც - რუსეთ-საქართველოს ომის ეპიზოდებია და საქართველოს მხრივ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომისა (რუსეთის მხრივ კი იმპერიის შენარჩუნებისათვის ომისა). ამ ომის პირველი ფართოდ ცნობილი ეპიზოდი კი თბილისში 1989 წლის 9 აპრილის სისხლისღვრა იყო.

ევროქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს შინაგანი ეთნიკური კონფლიქტები - ასეთ ქვეყანას ევროპაში არ მიიღებენ. პუტჩისტებისა და შევარდნაძის შეფასებები კი ამ მხრივ საქართველოსათვის საზიანო და მტრული იყო - მიჩქმალული იყო რუსეთ-საქართველოს ომის, რუსეთის იმპერიალისტური ომისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის ასპექტები. საქართველო დამნაშავე და ამდენად დასასჯელ მხარედ იყო გამოყვანილი - რუსეთი და სეპარატისტები კი სწორ და სიმართლის დამცველ ქვეყნად.

მოკლედ, სხვა გამოსავალი არ არის - საქართველო ეგრეთწოდებულ „ეთნოკონფლიქტებში“ მართალი მხარე უნდა იყოს - სხვანაირად საქართველოს ახლანდელ საზღვრებში ევროინტეგრაცია არ გამოვა და უნდა მოხდეს საქართველოს იუგოსლავიზაცია... მოკლედ - ან მართალი უნდა იყოს - ან უნდა დაიშალოს (ანუ მოხდეს მისი „სახაროვიზაცია“ - რასაც „აწვებოდნენ“ სახაროვისტები როგორიცაა მაგ.: ვინმე გია ნოდია). თუ დაიშლება - მაშინ რუსეთის ხელში გაერთიანებული „ოსეთი“ და ამდენად თვით რუსეთი ზედ „მილზე დაჯდება“ - რასაც არაფრით არ დაუშვებს „მილის“ პატრონი (რომელიც აგრეთვე აფინანსებს ვიკიპედიას). ანუ - კავკასიაში ახლა „მილი“ და „მილის გარშემო“ ყველაფერი არის უდიდესი „მიუკერძოვებლობა“ - რომლის ხელშეუხებლობის დარღვევა უზენაესი „მიუკერძოვებლობის“ შეურაცხყოფაა...

ასე, რომ - საქართველო ამ პოლიტიკურ გაწყობაში თითქმის განწირულია მართალი იყოს „ეთნოკონფლიქტების“ ასპექტში. მოკლედ -- „მიუკერძოებლად“ -- არ ყოფილა, არ მომხდარა, ვერ იქნებოდა, ვერ მოხდებოდა, არაა საჭირო რომ ყოფილიყო, არაა საჭირო რომ მომხდარიყო (გინდაც რომ ობიექტურად ყოფილიყო).

ზემოთქმულის როგორც უზანაესი „მიუკერძოებლობის“ კიდევ ერთი დადასტურებაა იმ გაურკვევლობის საბოლოო გადაწყვეტა, რაც დაკავშირებული იყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ოლქთან“ -- ეს ტემინი ახლა საბოლოოდ ამოძირკვულია ქართული პოლიტიკური ფრაზეოლოგიიდან: “საქართველოს პარლამენტის დადგენილება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ„. ამ დადგენილების 6 აბზაცში ექვსჯერაა ნახსენები „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ - ანუ ყველაფერი ისეა, როგორც ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა, ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაადგინა!!!

აქვეა: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად.“ [1] --ბპგ 05:52, 17 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

დამატება x1 პოლიტიკური ორიენტირებიათვის

«კარგად ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის ანექსია სურთ. ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ჩვენი არაკეთილმოსურნის მიერ მოგონილი არაკომპეტენტური ტერმინებია. ეს ტერიტორიული კონფლიქტებია - პოსტ-იმპერიული სივრცის გაყოფასთან დაკავშირებული დავა, თუ სად მთავრდება ყოფილი იმპერიის საზღვრები.»

გერმანული სახელები

მე კი იგივე კითხვა ოღონდ მოცემულ მომენტში ლათინურ სახელებთან დაკავშირებით მაწუხებს. ახლა ვწერ რომის ისტორიის შესახებ, ბუნებრივია უამრავი ლათინური სახელი მხვდება. რაც კი რამე მაქვს რომის ისტორიაზე წაკითხული, სულ რუსულად, ამიტომ ქართულად ეს სახელები როგორ იწერება არ ვიცი :( Trulala 00:34, 7 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ყოველ ეპოქას ახალი სიტყვები და საკუთარი სახელები მოაქვს და მათი მართებული გადმოტანის საკითხი ყოველთვის მტკივნეული იყო. ჩემი ზრით, შესაძლებელია ასეთი ზოგადი კანონის დადგენა – უწინარეს ყოვლისა და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და არა იმ ენისა, საიდანაც სიტყვა შემოსვლას აპირებს... ანუ: როცა ჩვენს ენას ახასიათებს ის მოთხოვნილება, რომ სან–ის და ტარ–ის წინ უცხოენოვანი კ უნდა დაყრუვდეს და ქან–ად იქცეს, აღარ უნდა გაიმართოს დავა იმის შესახებ, სანკტ–პეტერგი დაიწეროს თუ სანქტ–პეტერბურგი, ჯეკსონი თუ ჯექსონი. განა ვინმეს მოსვლია აზრად კამათის თემად ექცია ქსეროქსი, მაქსიმუმი, ტაქტი, ფაქტი და მისთანები? კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ქართული ენა როგორც მოითხოვს, ისე უნდა დაიწეროს და არა ისე, როგორც სხვა ენათა კანონზომიერება ითვალისწინებს. ჩვენ ჩვენს ენას უნდა გავუფრთხილდეთ და ნამდვილად ზედმეტი ტოლერანტობა გამოგვივა, თუ (ვთქვათ) ამერიკელთაგან გასაცოდავებული ინგლისური ენის ჭირ–ვარამზედაც ჩვენ ვიზრუნებთ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან თვალსაჩინოებისათვის – სპარსელები თავის დედაქალაქს ასე ახსენებენ – თეჰრან... ჩვენ ამ სიტყვაში არსებული ყველა ბგერა გვაქვს, მაშ რატომ დავაკანონეთ ასეთი ფორმა – თეირანი? აქაც რუსულ ენას ხომ ვერ დავადანაშაულებთ? მოსკვა ქართულ ენაში მოსკოვ–ი გახდა... ბაქი – ბაქო, რომა – რომი, ჰენდოსტანი – ინდოეთი (იქნებ რუსთველი გიორგი რუსმა აიძულა – გინდა თუ არა ინდოეთი დაწერეო?!). რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ენას ასე სჭირდება და ასე მოსწონს. ერთი სიტყვით, აცალეთ ქართულ ენას, თავად მოიხდენს და გაითავისებს უცხოურ სიტყვებს, როცა ხალხის მეტყველებაში გავა ყველა სიახლე და დამუშავდება, მანამდე კი ეგებ იმაზე გვეზრუნა, რომ ჩვენი კომენტატორებისათვის აგვეკრძალა პლეიმეკერის, ლაინსმენის და მისთანების თქმით მხოლოდ იმის ჩვენება, რომ ინგლისური იციან... შეგახსენებთ, რომ ბატონები ეროსი და კოტე არანაირ უხერხულობას არ გრძნობდნენ როცა ამბობდნენ – გამთამაშებელი, გვერდითი მსაჯი და ა.შ. ალექსანდრე ელერდაშვილი

აივი ლიგა

ეს ეხლა აღმოვაჩინე, საკუთარი სახელების თარგმნა არ ვარგა. აივი ლიგა ან აივი-ლიგა უნდა დარჩეს. Alsandro 16:17, 7 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

კვლავ უცხოური სახელების შესახებ

გამარჯობა Trulala - სამწუხაროდ ერთიან აზრზე არ ვართ. ჩემი აზრია ის რომ ჩვენი შესაცვლელი არ არის სახელები - ეს არის მეცნიერების საქმე, ხოლო ახლა უნდა დაიწეროს ისე როგორც მიჩნეულია დღემდე მეცნიერების მიერ (არ აქვს მნიშვნელობა ქართველი მეცნიერის თუ საბჭოთა მეცნიერის მიერ არის მიღებული; რუსულიდან არის შემოსული თუ პირდაპირ იმ უცხო ენიდან ითარგმნა). იმის გამო რომ საზღვარგარეთ მოვხვდით და სახელის წარმოთქმა სხვანაირად მოგვხვდა ყურში(გააჩნია როგორი სმენა გვაქვს) - ეს არ არის საბაბი იმისა, რომ სახელი თვითნებურად შეიცვალოს. მე ყოველთვის სტატიის განხილვაში ვწერ თუ ქართულად მართებულად როგორ იქნება შენ თუ გინდა გადაასწორე თუ გინდა არა. მაგ.გუშინ სტატია ჰუგო კაპეტი, განხილვაში დავწერე ჰუგო კაპეტი. ეტყობა შენ თვლი, რომ გუგო უნდო იყოს. იმედს ვიტოვებ რომ შემოგვიერთდებიან ლინგვისტები, რომლებიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ.Zangala 09:03, 7 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]


გაგიმარჯოს, მე მეცნიერების მიერ დაწესებული სახელების შეცვლა ნამდვილად არ განმიძრახავს, უბრალოს ქართულ ტრანსკრიფციაში როგორ ჟღეს ეს სახელები დარწმუნებული არ ვარ, ხოლო რუსულ ტრანკრიპციაში ლათინური და ბერძნული სახელები მახინჯდება. მართალი ხარ სპეციალისტის აზრი გვინდა. გუგო კაპეტს რაც შეეხება სამწუხაროს ფრანგულს არ ვფლობ და ფრანგულად ეს სახელი როგორ ჟღერს არ ვიცი, მე რუსული ტრანსკრიფციიდან გადმოვიღე. ქართულად როგორ უნდა იყოს არ ვიცი.

Trulala 11:25, 7 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

სინის მთა თუ სინას მთა

ჩვენი სტატიის სათაურია სინის მთა, თუმცა ჩემი აზრით სწორი ფორმაა სინას მთა--Tavadi 15:59, 10 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ეს სახელი სხვადასხვა წყაროში სხვადასხვანაირადაა მოხსენიებული და "სწორი" ფორმის დადგენა ცოტა არ იყოს ძნელია. სამივე ფორმას თუ არ ვცდები რედირექტი აქვს გაკეთებული ამჟამად არსებულ სტატიაზე, ასე რომ სხვა სტატიის ბმულში როგორც არ უნდა დაიწეროს ამ სტატიამდე მაინც მიგვიყვანს. Alsandro 16:35, 10 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ქართულად მართებულია სინის მთა. სტატიას ჩავამატე ვებ. გვერდები. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ სხვა წყაროებიც. მე კი იმის მომხრე ვარ, თუ ქართულად არ არის მიღებული (მაგ. სინას ან სინაის მთა) მათზე არ გაკეთდეს რედირექტები. ეს კი ერთად გადავწყვიტოთ (რასაკვირველია ეს მხოლოდ სინის მთას არ ეხება).Zangala 17:46, 10 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

qarTulad mraval ckaroshi miRebulia "sinais mta". ufro metic, wikishi gaketebul kvela sxva enazec "sinais mta" hqvia, ase rom redireqtebi unda gaketdes sxva variantebzec vinaidan saxelwodebit "sinis mta" mxolod vicro mecnierul creshi tu icnoben mas da wikipedia masobrivi gamokenebistvis aris. 160.79.186.90 17:52, 10 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

პირველად სტატია მომხმარებელმა 66.82.9.88 დაწერა. არა მგონია იმ ვიწრო მეცნიერულ წრეს ეკუთვნოდეს, რომ დაწერა "სინის მთა" და არა სინას ან სინაის მთა. რაც შეეხება სხვა ენებს - ალბათ ამას ნაკლებად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთ-ერთი ვებ.გვერდი საბავშვო არის. მაგრამ ბევრი რომ არ ვიმსჯელოთ რედირექტები კეთდება და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ბევრი ვარიანტები მოვიფიქროთ სხვადასხვა ენებიდან, რომელიც ბოლოს სინის მთამდე მივყავართ.Zangala 18:29, 10 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

es momxmarebeli me vikavi da sinis mta sheni dazhinebis gamo gadavarqvi, mxolod imitom rom amgvari cvrilmani kamatistvis dasakargi dro ara maqvs (chems vicro mecnierul creebtan asociaciebze ar vimsjeleb). sxva enebi mnishvnelovani ckaroa da kuradgeba aucileblad unda mivaqciot - es direqtivaa. Alsandro 160.79.186.90 21:48, 10 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

alsandro, ერთი რამე არ მესმის - ქართულად როგორც არის მართებული - ის ვიწრო წრემ იცისო, ხოლო უცხოურს უნდა მიექცეს ყურადღება. რატომ? ქართულს თავისი რომ ჰქონდეს ამით რა შავდება? ჩემი აზრით წვრილმანი არ არის. თუ წვრილმანია მაშინ სადისკუსიოდ რატომ გამოგვაქვს?Zangala 22:16, 10 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო იმით ვამაყობთ, რომ ძველი კულტურის მქონე ერი ვართ და დავიცვათ იგი და არა მიზეზად მოვიყვანთ მიზეზად ვიწრო მეცნიერულ წრემ იცის. გავაფართოვოდ და არა მოვკლად. ხოლო ორგანი (ინსტრუმენტი) ვწეროთ ამას ხომ სხვა ენებზეც ორგანს ეძახიან და არა ორღანს. ხან ვიმსჯელოთ და ხან ისე არ ივარქებს.Zangala 10:14, 11 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ვერ გავაკეთე დასკვნა თუ რომელი ფორმაა უფრო მისაღები და თანახმა ვარ დარჩეს ამჟამინდელი რედაქცია. რაც შეეხება რედირექტის საკითხს, ჩემი აზრით, რაც მეტი რედირექტი იქნება, ვიკიპედიის გამოყენება მით უფრო გამარტივდება, თუმცა სტატიაში უნდა იყოს მითითებული მხოლოდ სწორი ფორმა ან ფორმები.--Tavadi 13:07, 11 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

სწორია თავადო ;), ნებისმიერ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ამათუიმ ტერმინზე სტატიის საკუთარი ვარიანტით მოძებნა, თუმცა სტატიას სათაურში "სწორი" ფორმა ექნება მითითებული. სწორი ფორმის დადგენა ხშირად საკმაოდ რთულია ხოლმე, თუმცა რაღაც კონსენსუსამდე მისვლა მაინც აუცილებელია. ანუ თუ მე ვეძებ ინფორმაციას "სინაის მთა"-ზე და ამგვარად შემყავს ძიებაში, მან უნდა მიმიყვანოს სწორ ფორმაზე, ვინაიდან სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ადგილის სახელწოდების სხვა ფორმა არ ვიცოდე და სხვა წყარო ამის გასაგებადაც არ გამაჩნდეს. Alsandro 21:11, 11 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]
შევთახმდით - სინის მთაზე - სინას მთას და სინაის მთას რედირექტები ექნება. ხოლო ტექსტში სწორი ფორმა(სწორი ფორმა - რომელია???). სამწუხაროდ ამაშია ვერ ვთახმდებით. თუ სწორი ფორმა სინის მთა არის, მაშინ ტექსტში ან სინას მთა ან სინაის მთა არ უნდა იყვეს. თუ იქნება მაშინ მომხმარებელი იფიქრებს, რომ ყველა ფორმა სწორი არის. ველოდები თქვენს აზრს. ეს ჩემი პრინციპი არ არის - მინდა ერთად ვიმუშაოთ - ძალიან მინდა - ეს მაინც დამიჯერეთ.Zangala 22:14, 12 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

გავმეორდები:) სამწუხაროდ ვერ გავაკეთე დასკვნა თუ რომელი ფორმაა უფრო მისაღები, ვენდობი თქვენს არჩევანს და თანახმა ვარ დარჩეს ამჟამინდელი რედაქცია - სინის მთა--Tavadi 22:31, 12 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ეს გავიგე - მაგრამ მაინტერესებს ტესტში დარჩეს თუ არა სხვა ფორმები რაც ზემოთ მოგახსენეთ. აგრეთვე ველოდები Alsandro-ს.Zangala 22:36, 12 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით უნდა დარჩეს მხოლოდ მეცნიერებაში (გეოგრაფიაში, ლინგვისტიკაში) მიღებული ფორმა ან ფორმები. ამის დასადგენად დიდი ქართული ენციკლოპედია იდეალურია. სამწუხაროდ საფრანგეთიდან ვერ ვახერხებ ამ წყაროსთან გაცნობას. თუკი ვინმეს მიუწვდება ხელი ამ ენციკლოპედიამდე, ვფიქრობ ეს საკითხი ამოიწურება.--Tavadi 22:47, 12 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ხალხო, ძველი აღქმა ქართულად იმედია ყველას გაქვთ სახლში, ხო და ჩაიხედეთ და ნახეთ სინას თუ სინის მთა წერია. როგორც იქ არის ისე იქნება სწორე, ვეჭვობ რომ მაგისი რედაქტორები მანდ შეცდომას დაუშვებდნენ. Trulala 03:43, 13 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, გვიან აღმოვაჩინე ეს პოსტიც. სტატიაში ერთნაირად ჯობია იყოს ნახსენები და ჯერჯერობით სანამ სხვა საბუთი გვექნება ვიყენებთ "სინის მთა"-ს. Alsandro 16:26, 7 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]