ვიკიპედია:მთავარი გვერდის ვარიანტები/არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიმდინარე მთავარი გვერდი ძალიან მომწონს. ახლებს რაც შეეხება ჩემს სიმპატიებს 6 და 7 ვერსიები იმსახურებენ. არც ვიცი რა ვთქვა :)--ტრულალა () 16:14, 17 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჩემი ხმა მე-5 ვარიანტს --გიგა 15:44, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე–6 ვარინატი მაგარია, სულ მომწონდა იტალიური თავფურცელი, მაგრამ ეგებ შევეშვათ კალკირებას და ჩვენი შევქმნათ საკუთარი, დაე ჩვენგან გადაიღონ :));) --Rastrelli F 07:30, 19 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე ხმას მე-7 ვარიანტს ვაძლევ, სხვა არ ვიცი.ზაური () , 09:12, 19 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


მე–5სა და მე–7ს ჰიბრიდი რომ იყოს, ალბათ იმას მივცემდი ხმას :D მე–7 ძაან ერთფეროვანია, ამიტომ მე–5 ვამჯობინებ. მე–5 :)-- მერო 08:47, 16 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

და მე-6-მ რა დააშავა? ტექნიკურად უფრო გამართულია ვინემ მე-5. - ალ-ო / 09:02, 16 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
ასეთი შეკითხვა მაქვს - ცოტა ფრთხილად ვსვამ ამ შეკითხვას, რადგან ალსანდროსი მერიდება (რადგან ბევრი იმუშვა). რითი არ მოგწონთ არსებული მთავარი გვერდი? "მოიძიეთ სტატია სრული სათაურით" და "გაფართოებული ძიება" - ეს ორი რომ იქნეს ამოღებული შუა გვერდიდან. რჩეული სტატია და მთავარი სიახლეები ზევით აიწევა. არსებული მთავარი გვერდი სადა (სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე) გვერდია. თუნდაც გემოვნებაზე არავინ არ დაობს. რჩეული სტატიისა და მთავარი სიახლეების ცვლილებებით მთავარი გვერდიც იცვლება დროდადრო. მე არსებულ მთავარ გვერდს ვუჭერ მხარს. --ცანგალა () 09:21, 16 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
:)) მე მეხალისებოდა და იმიტომ ვიმუშავე, სულ არ გვავალდებულებს ეს ამბავი. არსებული გვერდი ცუდი არაა, მაგრამ ცოტა არ იყოს მომბერზრდა და ფანჯრების სტილიც მოძველდა. თან ის ძეიბის ველი შენ რომ არ მოგწონს მგონი მხოლოდ ის აძლევს ძიებადი ენციკლოპედიის იერს, უმაგისოდ რაიმე "ნიუს" პორტალისგან ვერ გამოარჩევ. მთავარი გვერდის ამოსავალი "თემა" უნდა იყოს "სტატიების ძიება" (ყველაფერი დანარჩენი იმ გვერდზე მეორეხაირსხოვანია და პროექტის რეკლამის ფუნქცია აქვს). ისე ამას წინათ შემთხვევით ვინდოუსიდან გახსნილ მთავარ გვერდს დავაკვირდი და თურმე ძიების ღილაკები ოვალური არ ჩანს (ძალიან უშნოა). მაკზე ეგენი საკმაოდ ლამაზია. - ალ-ო / 09:32, 16 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
ხომ არ მოვიდა არჩევისა და შეცვლის დრო?--გიორგი , 06:35, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
რამდენად საჭიროა მისი შეცვლა? რას უწუნებ? მაინტერესებს სხვა ვიკიპედიელები ასე ჩქარ-ჩქარა ცვლიან მთავარ გვერდს. მგონი უკვე დროა, რომ ქართული ვიკიპედია ჩამოყალიბდეს, გაიმართოს მისი სტატიები, თარგები და სხვა ინფორმაციები. მხოლოდ მთავარი გვერდის შეცვლა ვიკიპედიას შინაარსობრივად არ აამაღლებს. და ალბათ მასზე ჯობია დროის მოხმარება. ხოლო მობეზრებას ყოველ ახალ გვერდს მოჰყვება. ესეც ხომ საქართველოს პრეზიდენტის და მინისტრების შეცვა ხომ არ არის. როგორც ვხედავთ მათ შეცვლებს ჯერჯერობით არაფერი სასიკეთო არ მოუტანიათ საქართველოსთვის. ცანგალა () 09:28, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მეორე ნაწილი[წყაროს რედაქტირება]

ძვირფასო კოლეგებო!

იქიდან გამომდინარე, რომ ვიკისაზოგადოების დიდი ნაწილის მიერ არსებობს მოქმედი მთავარი გვერდით უკმაყოფილებლობა, რამდენიმე კვირის წინ დაიბადა მოსაზრება, დაგვეწყო მუშაობა მთავარი გვერდის განახლებულ ვერსიაზე, რომელიც ვიკიპედიაში 2012 წელს იქნებოდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე დაიწყე მუშაობა მთავარი გვერდის განახლებულ ვერსიაზე. ჩემი შრომის შედეგების გაცნობა აქ შეგიძლიათ. მსურს აღვნიშნო, რომ ეს არის მთავარი გვერდის ალფა ვერსია. მისი მიზანი არის არა მთავარი გვერდის არჩევა, არამედ იმის გააშკარავება, თუ რა სურს ვიკისაზოგადოებას ახალი მთავარი გვერდისგან და ამ ახალი ვერსიის შემუშავების გაგრძელება. --იორგი; 12:16, 16 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. რადგან ალფაა, უნაკლო არაა, რა თქმა უნდა. ჩემი შენიშვნები:
[1] ნაცრისფერი ფერი მომწონს ზოგადად, რადგან ეს უფრო სერიოზული მგონია, ვიდრე ცისფერი და ვარდისფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა შეხალისებაც არ აწყენდა ფერებს. ცოტა ფერმკრთალი მეჩვენება.
[2] ღილაკები მომწონს (სხვა რჩეული სტატიები, კენჭი უყარეთ კანდიდატებს, მოგვაწოდეთ ფაქტი და ა. შ). ოღონდ მანდ ღილაკები რომ მუქდება, კუთხეებში გამოყოფილი რომაა, მაინცდამაინც არ მხვდება კარგად თვალში. გამუქებისას ბოლოებში რომ ღიავდებოდეს და საერთო ფერს უერთდებოდეს, არ გამოვა მასე? (რჩეული სტატიის ქვემოთ ღილაკები ერთმანეთზეა შეწებებული).
[3] რჩეულ სურათს ამხელა ადგილი მგონი არ ჭირდება. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, მარცხენა სვეტი თუ შევიწროვდება (თანაც საკმაოდ), რის შედეგადაც მარჯვენა სვეტში გაჩნდება პატარა ადგილი რჩეული ფოტოსათვის. (პრინციპში სვეტების სიგანე რომ თანაბარი იყოს - 50/50% არც ეგ იქნება ცუდი.
ეს სამი შენიშვნა ჯერ-ჯერობით ჩემგან. — დავით პასუხი 12:40, 16 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირველი რაც მომხვდა თვალში ეს არის მარჯვენა სვეტის სივიწროვე, რაც ძალიან ამახინჯებს სიახლეებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს. ამიტომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს მისი ზომა და თანაფარდობა მარცხენა სვეტთან იყოს მინიმუმ 60/40-ზე მაინც.--David 13:14, 16 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელების დიდი ნაწილის უკმაყოფილებისა რა გითხრათ, ერთი ალსანდრომ დააფიქსირა უკმაყოფილება, ისიც ივნისში, თუმცა მიდგომას მგონი ყველა ვიზიარებთ („მთავარი გვერდის განახლების პროცედურა მოიაზრებს ვარიანტების აქტიურ განხილვას და საბოლოოდ კენჭისყრას.“) და მოდით, პროცედურაც დავიცვათ: არსებობს შესაბამისი გვერდი და ეს განხილვა იქ გადავიტანოთ. სხვა მხრივ გავიმეორებ, რომ განახლებას მივესალმები, ხოლო ახალ ვარიანტზე ჩემ აზრს იქ მოგახსენებთ.--Rastrelli F 14:04, 16 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რასტრელ, ეს გვერდი განკუთვნილია ვარიანტების განსახილველად და მთავარი გვერდის შესარჩევად. როგორც მე აღვნიშნე ზემოთ, ალფა ვერსიის მიზანი ცოტა სხვა რამაა - არა მთავარი გვერდის არჩევა, არამედ იმის გააშკარავება, თუ რა სურს ვიკისაზოგადოებას ახალი მთავარი გვერდისგან. აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი გამართლებულად კენჭისყრის დაწყებას - ამ სტადიაზე ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობთ და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ.--იორგი; 14:44, 16 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გიო, კენჭისყრა არც მიფიქრია, განხილვა იმ სივრცეში გადავიტანოთ-მეთქი, ვგონებ უფრო სწორია.--Rastrelli F 14:50, 16 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]